ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართულ-მეგრული ლექსიკონის გამოცემისათვის პეტრე გიორგის ძე ჭარაიას გრიგოლ დადიანის სახელობის პრემია, 400 მანეთი, გადასცა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილს სალიტერატურო ფონდიდან ერთჯერადი დახმარება გამოუყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა 100 მანეთი შესწირა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს აკაკი როსტომის ძე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პენსიის წინასწარ მიცემა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილს 10. 76 მანეთის დავალიანება აღმოაჩნდა. საქმის გამოძიება ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილსა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალათ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 თებერვალს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრის განთავისუფლების ბრძანებას.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სოფელ ძევრის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად 10 მანეთის გამოყოფის საკითხი დააყენა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 24 თებერვალს ბესარაბიის მეღვინეობის უმაღლესი სკოლის დირექტორი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტუდენტ იაკობ ორჯონიკიძის შესანახ თანხას – 75 მანეთს სთხოვს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „ბატონყმობის გაუქმების“ 250 ცალი ეგზემპლარის შესყიდვა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილმა და მოსკოვში მცხოვრებმა სხვა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად ხელნაწერები გაუზავნეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ, პარიზის ცოცხალი აღმოსავლური ენების უმაღლესი სკოლისგან საჩუქრად სამი წიგნი მიიღო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის მდივანმა სერგო კაკაბაძემ დავით ბაქრაძეს თანამდებობიდან გადადგომის განცხადების პასუხად სთხოვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კვლავინდებურად ეკისრა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომ სკოლების საქმესთან დაკავშირებით უხერხული მდგომარეობა არ შექმნილიყო. მანამდე კი მთავარი გამგეობა ქუთაისისა და სენაკის სკოლების მართვაგამგეობის მოწყობის თაობაზე იმსჯელებდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 7 თებერვალს მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, სპირიდონ გიორგის ძე სიხარულიძე და ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 7 თებერვალს ექიმი რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი, დავით მიხეილის ძე კვანტალიანი და გიორგი დონდუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 7 თებერვალს გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის მდივანი გახდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 7 თებერვალს ექიმი სოლომონ ნიკოს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გახდა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 98 კაპიკს, ხოლო გასავალი – 5961 მანეთსა და 59 კაპიკს.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 525 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 450 მანეთსა და 21 კაპიკს.

1911

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ნოტარიუსის, ილია წინამძღვრიშვილის კანტორა ველიამინოვის ქუჩაზე, №2 სახლში მდებარეობდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ თავისი სახელმძღვანელოების ყდისთვის საჭირო 50 გირვანქიან სქელ, ალისფერ ქაღალდს გაიდემაკინის მაღაზიას უკვეთავდა ოზმას 7 მანეთად.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 30 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ „ბუნების კარზე" დართული საქართველოს რუკა ორმოცი წლის განმავლობაში კონსტანტინე მესხიშვილის ლითოგრაფიაში იბეჭდებოდა და ქაღალდიანად 10 თუმანზე ნაკლები ჯდებოდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 30 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ სახელმძღვანელოების დაკაზმვაში ვასილ ყიფიანს 420 მანეთს უხდიდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ თავისი ქართული სახელმძღვანელოების კორექტორს თაბახში ხუთ მანეთს უხდიდა, რუსულისას კი – შვიდს, რადგან ამ უკანასკნელს მახვილების გამო უფრო რთული სამუშაო ჰქონდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 30 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ „ბუნების კარის" სახელმძღვანელოს დართული საქართველოს რუკის გამოსახულებიანი ლითოგრაფიული ქვა კონსტანტინე მესხიშვილის ლითოგრაფიაში 1910 წელს განაახლებინა, ამიტომ ხელახალი გრავირება ოც წელი მაინც აღარ დასჭირდებოდათ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ მის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი 5 სახელმძღვანელო ყოველწლიურ 9000 მანეთის მოგებას მოუტანს გამგეობას, რომელმაც შემოსული თანხა შემდეგნაირად უნდა გაანაწილოს: 600 მანეთი სახალხო განათლების ფონდის გასაძლიერებლად გადადოს, 400 მანეთი ვარიანის სკოლაზე დახარჯოს, 300 მანეთით პედაგოგიურ და საბავშვო ჟურნალებს აღმოუჩინოს შემწეობა, 10-20 თუმანი კი კლიშეების განახლებასა და სურათების გამრავლებას მოახმაროს.