ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკასსში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომლის თანახმად კავკასიის უმაღლესმა სასამართლომ 24 მარტს კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძეს და აკაკი როსტომის ძე წერეთელს გადასცა მოწმობა ოქროს მადნის საძიებლად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქ სიღნაღში აპირებდნენ საზოგადოების დაარსებას, რომლის მთავარი მიზანი ქალთა სასწავლებლის გახსნა იყო. ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი ოცდაათმა ადამიანმა გამოთქვა და ასევე სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებლების თქმით, მზად იყვნენ უსასყიდლოდ ჩაეტარაებინათ გაკვეთილები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთი არ აპირებდა თავისი ჯარის დაშლას და არც ჩერნოგორიასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას, რადგან ჩერნოგორია სანაცვლოდ ქალაქ ნიკშიჩის გადაცემას ითხოვდა, რაც ოსმალეთს ეთაკილებოდა და ემძიმებოდა. ასევე, ოსმალეთმა კარგად იცოდა, რომ ევროპულ სახელმწიფოთა შორის ერთიანობა არ იყო და მხოლოდ უშედეგო კონფერენციებით შემოიფარგლებოდა მათი შეხვედრები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რუსული გაზეთის ცნობით, ოსმალეთის მინისტრები ომიანობისთვის ემზადებოდნენ, დერვიშ-ფაშასთვის უცნობებიათ, რომ ყოველ წუთს მზად ყოფილიყვნენ ომის დასაწყებად, ასევე სტამბოლიდან გაუგზავნიათ დეპეშა, რომ მოემზადებინათ ჩერქეზები. თუ ომი დაიწყებოდა ისინი სერბიის აღებასაც აპირებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ბერლინში, ისე როგორც ევროპის სხვა დიდ ქალაქებში, სამუშაოს არ ქონის გამო მოსახლეობაში დიდი არეულობა და უკმაყოფილება იყო. ბერლინში რამდენჯერმე შეიკრიბა მშიერ-მწყურვალი ხალხი, რომლებიც სამუშაოს ითხოვდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ავსტრიის სლავები, რომლებიც გერმანიის მეზობლად ცხოვრობდნენ ძალინ წუხდნენ თავიანთ ბედზე, რადგან თავად გერმანია ტერიტორიის გაფართოებისთვის იბრძოდა. სლავები, სახელდობრ ჩეხები კი ცდილობდნენ პრუსიასთან დამეგობრებას, რაც მათი აზრით ავსტრიას შეაშინებდა, გერმანიისთვის ეს ამბავი მეტად სასიხარულო იყო, მაგრამ ჩეხეთის ახალმა თაობამ დაგმო ძველი თაობის ინიციატივა და მას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რუსეთში ხმა გავრცელებულა, რომ მომავალი სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის გარდა წოდების მქონე პირებსაც დაავალდებულებდა სახელმწიფო გადსახადების გადახდით.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე ისტორია საფრანგეთის სახელმწიფოს შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ნიკოლოზ დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“ ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე ისტორია მეფე ერეკლეს შესახებ, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა კახეთში ერთ-ერთი ძუნწი გლეხის ოჯახში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე ისტორია მეფე ერეკლეს შესახებ, რომელსაც მოწყალების სათხოვნელად ერთი მოხუცი დედაკაცი ეახლა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე ისტორია მეფე გიორგი XIII-სა და ერთი კარისკაცის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1875 წლის 1-ელ იანვრამდე 18 ოლქში 22 389 დაწყებითი სასწავლებელი არსებობდა, სადაც 754 655 ბიჭი და 165 252 გოგო სწავლობდა. სასწავლებლების ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან 828 848 მანეთი და 82 კაპიკი იხარჯება, ერობისგან – 1 660 793 მანეთი და 3 კაპიკი, ქალაქებისგან – 660 937 მანეთი და სოფლის საზოგადოებისგან – 1 467 123 მანეთი და 20 კაპიკი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე ისტორია მეფე გიორგი XIII-სა ბორჩალოში მცხოვრებ საქართველოზე შეყვარებულ მემამულეს შორის ცხენების შესახებ გამართულ ბაასზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ა. ს. -ს მიერ მოთხრობილი სავოიის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლის ისტორია, რომელმაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის გამართული ომის დროს ძმა დაკარგა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფომ 1877 წელს სამხედრო დაწესებულებისთვის 131 582 მანეთი გადადო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ უფროსი კუშინსკისა და რექტორი ვალენტინის წყალობით მასწავლებელი ლაზარე ტურიევი სემინარიიდან დაითხოვეს და ამით საბოლოოდ აღკვეცეს ქართული ენის სწავლება სემინარიაში.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს ტატიევი, რომელსაც თავად მოსწავლეები ასწავლიდნენ ქართულ ასობგერებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პედაგოგი კუშინსკის თქმით სასულიერო სემინარიაში მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ ქართულად ესწავლათ საეკლესიო გალობა. აქვე დართულია რედაქციის პასუხი, რომ როცა სემინარიაში ქართული ენის პედაგოგი არ ჰყავდათ, როგორ შეასწავლიდნენ მოსწავლეებს საეკლესიო გალობას ქართულად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1874 წლის 17 აპრილიდან დაწესდა ღერბის ფული, რომლის თანახმად თუ საჩივრის ქაღალდს 2 აბაზიანი მარკა არ ეკრა, ამ შემთხვევაში მას სასამართლო უკან უბრუნებდა გლეხს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით სასამართლოებში საქმის წარმოება სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო ღერბის ფულისგან.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საზაფხულო თეატრში  წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის დასამახსოვრებელი კომედია „ხათაბალა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ყიფიანისა, კონსტანტინე ყიფიანი და ვასილ აბაშიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გერმანიის პარლამენტში განიხილეს საკითხი ელზასსა და ლოტარინგიის ახალი მმართველობის დაწესების შესახებ. ცნობილია, რომ მათ უმაღლესი გამგეობა მართავდა და უმაღლეს საბჭოსაც კი არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა იტალიის სახელმწიფოს შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მეორე ნაწილი ნიკოლოზ დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“ ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ.