რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება თარიღი კლებადობით
1908
ტიპი: ღონისძიება
შორაპნის მანგანუმის (შავი ქვის) მრეწველთა ყრილობის საბჭოს 1908 წლის 25 აგვისტოს დადგენილებიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე, აგრეთვე მისი საფლავის ძეგლის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასასწრებად საბჭოს წარმომადგენლობა მიენდო თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ივანე (კიტა) გიორგის ძე აბაშიძეს, რომელსაც ცნობად გაეგზავნა აღნიშნული დადგენილება. დადგენილებას ხელს აწერს საბჭოს კანტორის გამგე იასონ ბაქრაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აგვისტოს ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობის მმართველი პოლიკარპე ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის შესახებ და აუწყა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა წევრთა საგანგებო კრების მოწვევა, რომელიც შეძლებდა მსგავსი საკითხების გადაწყვეტას. გამგეობას იმედი ჰქონდა, რომ ამხანაგობა „შუამავალი“ 5 თუმნით მაინც დაეხმარებოდა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის თაოსნობით გაიმართა 32 კაციანი წინასწარი კრება (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – მასწავლებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი), რომლის მიერ მიღებული დადგენილების 1-ლ პუნქტში განცხადებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის დაარსების გადაწყვეტილება. ფილიალის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა „თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის თერგის ოლქის ზემო და ქვემო ხევის თემთა საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება", გამგეობის ადგილსამყოფელი – ვლადიკავკაზი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ინიციატივით მოწვეულმა კრებამ (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – პედაგოგი ნიკოლოზ ყაზბეგი) მიიღო 5-პუნქტიანი დადგენილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის ფილიალის დაარსების თაობაზე და აირჩია გამგეობა: თავმჯდომარე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, წევრები – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ალექსანდრე არტემის ძე მიქელაძე, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე. განყოფილების ნამდვილ წევრად ჩაეწერა 33 პირი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, ნიკოლოზ იაგორის ძე ზაგაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე ხეთაგუროვი, იაგორ ნიკოლოზის ზე ქუმსიევი, ალექსანდრე ივანეს ძე გულბათოვი, ივანე პავლეს ძე მრევლოვი და ალექსანდრე აბრამის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 24 აგვისტოს ნიკოლოზ ყაზბეგი ტიტე კახიძის მოწვევით გამართული სხდომის მდივანი იყო.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 24 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე იყო.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 22 აგვისტოს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭო გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 5 ივლისის № 163 მოწოდებას და აცნობა, რომ შესაძლებლობისთანავე შეიტანდა 500 მანეთს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად. ხელი მოაწერა საბჭოს კანტორის გამგე იაზონ ბაქრაძემ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 21 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 21 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველი სტუდენტების თხოვნა მათთვის ქართული წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ სტუდენტთა სურვილი არ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 21 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კეთილსაიმედოობის მოწმობის წარდგენამდე აღათია წერეთელი მასწავლებლად არ ჩაითვლებოდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისის კრებაზე 11 სხვადასხვა დაწესებულება და კერძო პირი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაჰპირდა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხას გაიღებდნენ, თუმცა 31 აგვისტოს მხოლოდ 5 მათგანიღა იყო თანახმა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის მაზრის სოფელ ძევერას მოსახლეობის თხოვნა სოფელში ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 17 ივლისიდან 11 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 1943. 08 მანეთი და დაიხარჯა – 965. 02.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ცხინვალის ბიბლიოთეკას შენახული ჰქონდა 600 მანეთი, დახარჯული – 579. 27 და დასახარჯი – 20. 73.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ცხინვალის ბიბლიოთეკისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ილია ჭავჭავაძის საფლავზე წლის პანაშვიდის გადახდის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ხმალაძის თხოვნა სოფელ მაჭარწყალში სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სამზრუნველოს თხოვნა სკოლისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სახელდახელო ანგარიშზე ჰქონდა 1944. 86 მანეთი, საგანგებო თანხა – 43327. 48 და სათადარიგო – 11643. 15.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკორინთლოს მოსახლეობის თხოვნა სოფელში ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდი ჯიხაიშის მოსახლეობის თხოვნა მღვდელ გერასიმე ალექსანდრეს ძე ნუცუბიძის ბიბლიოთეკის გამგედ არჩევის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 აგვისტოს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, ივანე ჯავახიშვილისთვის, რომელმაც დაიწყო საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს წერა, ჰონორარის ნაწილი უკვე გადაეცათ, რადგან მას ფული სჭირდებოდა.