რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება თარიღი კლებადობით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სიღნაღის ტუსაღების თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათ ხუთი მანეთის წიგნები გაუგზავნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თხოვნა 40 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის განცხადება ვლადიკავკაზის სკოლისთვის თანხის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ლაშა-გიორგის ხმლის შეძენა სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 13-დან 19 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 316. 87 მანეთი და დაიხარჯა – 569. 38.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო ტიმოთეს ძე სახოკიას მოხსენება ეთნოგრაფიული წიგნების შეგროვების შესახებ. გამგეობამ მას ნივთების შესაძენად 6 თუმანი მისცა და ხელნაწერებზე ყურადღების მიქცევა სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენეველი სტუდენტების თხოვნა პეტრე ზუბალაშვილის თანხიდან ივანე შავიშვილისა და ვიქტორ გოგელიანისთვის ჟენევიდან წამოსასვლელად ფულის გაგზავნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 322. 97 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3064. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ ზოგი დელეგატი (ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი) მომხრე იყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის გასაკეთებლად გამოცხადებულიყო კონკურსი, ნაწილი (სამსონ ფირცხალავა, პ. სურგულაძე, გიორგი გვაზავა, ლუარსაბ ბოცვაძე) იაკობ ნიკოლაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს; ფილიპე გოგიჩაიშვილს არ აკმაყოფილებდა მოდელი, მაგრამ მიაჩნდა, რომ თავად ავტორი შეძლებდა მის შესწორებას; ალექსი მირიანაშვილის აზრით კი, თუ მომავალში ილიას ერევნის მოედანზე დაედგმებოდა ძეგლი, მაშინ წარმოდგენილი მოდელი მისაღები იქნებოდა და კონკურსი აღარ იყო საჭირო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს – ივანე ზურაბიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს – აინტერესებდათ, რამდენი დაჯდებოდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის გაკეთება და საამისოდ რა სახსრები არსებობდა.
1908
ტიპი: ავტორობა
პეტრე სურგულაძემ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს შეახსენა, რომ როცა ფ. შოპენის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსი გამოცხადდა, პოლონელებმა მოითხოვეს, ავტორი უსათუოდ პოლონელი ყოფილიყო. მომხსენებლის აზრით, ასევე უნდა მოქცეულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაც – ქართველისთვის უნდა მიენდო ილიას ძეგლის გაკეთება. ამ თვალსაზრისს მხარი დაუჭირა კრების მონაწილეთა უმეტესობამ: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, გიორგი გვაზავამ, ლუარსაბ ბოცვაძემ, სამსონ ფირცხალავამ. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ივანე გომელაური.
1908
ტიპი: ავტორობა
სამსონ ფირცხალავამ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის პოზიცია: ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გაკეთება უნდა მიენდოთ იაკობ ნიკოლაძისთვის, როგორც ქართველი მხატვრისთვის, რადგან ძეგლის დადგმას ორი მიზანი ჰქონდა: ილიას პატივისცემა და ქართული ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ: სამსონ ფირცხალავა, პეტრე სურგულაძე, ივანე ჯავახიშვილი, სამსონ ყიფიანი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, ეკატერინე გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, იოსებ მერკვილაძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსი მირიანაშვილი, ივანე გომელაური, სიმონ ოცხელი და კიტა აბაშიძე.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმის მიხედვით, სამსონ ფირცხალავამ კრებას შესათავაზა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განხილვა: 1. საჭირო იყო თუ არა ილიას საფლავზე ძეგლის დადგმა. 2. ძეგლი იაკობ ნიკოლაძის მოდელის მიხედვით გაკეთებულიყო თუ სხვა მოქანდაკისთვის მიენდოთ ეს საქმე. 3. რა სახსრებით უნდა გაკეთებულიყო ძეგლი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისს, ღამის პირველის ნახევარზე, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის საკითხის გადასაწყვეტად მოწვეული კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულების დელეგატები: ეკატერინე გაბაშვილისა და მარიამ დემურია (ქალთა საზოგადოება), ალექსანდრე სარაჯიშვილი (საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება), იოსებ მერკვილაძე (წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოება), სიმონ ოცხელი და სამსონ ყიფიანი (ქუთაისის ქართული გიმნაზია), ალექსი მირიანაშვილი (ჟურნალი „ნაკადული“), ქაიხოსრო ქავთარაძე (გაზეთი „ამირანი“), კიტა აბაშიძე (ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო), ივანე გომელაური (ჭიათურის დრამატული საზოგადოება); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: იაკობ ღულაძე (თავმჯდომარის ამხანაგი), პეტრე სურგულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სამსონ ფირცხალავა. კრებას ესწრებოდა ათი გარეშე პირიც.
1908
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 15 ივნისის კრებას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა დაწესებულების ორმოცამდე დელეგატი ესწრებოდა, საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე უძღვებოდა. გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ დამსწრეთ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მოკლე ისტორია გააცნო.
1908
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 15 ივნისის კრებამ ვერ მიიღო იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ დაადგინა, ეს საკითხი 30 აგვისტოს – ილიას გარდაცვალების წლისთავზე – გამართულ ახალ კრებაზე განეხილათ და ძეგლის საქმის გაძღოლა საზოგადოების გამგეობას მინდობოდა. დადგენილებას ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე იაკობ ღულაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიულმა საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა კომიტეტმა (თავმჯდომარე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე) 7 ივნისს მოისმინა საზოგადოების გამგეობის მოწოდება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განსახილველ კრებაზე დასასწრებად.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს სარევიზიოდ 20 მანეთი გადასცეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 6-დან 12 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 320. 32 მანეთი და დაიხარჯა – 118. 65.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.