ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 5 თუმნის მიცემა გადაწყვიტა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას საზოგადოების მისამართით ფოსტით გაგზავნილ კორესპონდენციებზე ვექილობა მიანდო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისას მოხსენება თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც დროებით დაკეტილი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბაქოს განყოფილების თხოვნა, ქართული ეკლესიის დასაარსებლად გამგეობას ბაქოს სკოლასთან ეშუამდგომლა. ამ საქმის შესახებ ცნობების შეკრება ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს დაევალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ დასაწყისი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის სტატია „დრამის მოკლე ისტორია“ ნარვილის ფსევდონიმით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ვაშა ახალ სხივს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „ყოფნა არ ყოფნა!..“ ფსევდონიმით ექიმი შტოკმანი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „შენ მეძახოდი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი მწერალ ლეონიდ ანდრეევის შემოქმედების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ს. გლახაშვილის მოთხრობა „ჩვენი მსახიობი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის, ჭინკას ფსევდონიმით, წერილი „საახალწლო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ჭიტას ფსევდონიმით, წერილი „სადღესასწაულო მოგზაურობა“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-11 წლებში ქრისტინე შარაშიძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის მზრუნველის განკარგულების თანახმად, ქუთაისში გაგზავნეს გიმნასტიკის კურსებზე.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს აკაკი ჩხენკელი იმყოფება ლონდონში და სწავლობს ინგლისისა და რუსეთის მეტოქეობას აზიაში. ის თანამშრომლობს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებთან, ესწრება სოციალისტურ კონგრესებს და კონფერენციებს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაერთო ქვეყნაში არსებულ დემოკრატიულ მოძრაობაში. ცარისტულმა რეჟიმმა იგი კვლავ დააპატიმრა და გააძევა ქვეყნიდან.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბაქოს ფილიალის წევრ ტყეშელაშვილს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად დახმარების თხოვნით მიმართა.

1910

ტიპი: განათლება

ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის 8 კლასი მასწავლებლის წოდებით.

1910

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების თელაველი წევრების თხოვნა თელავში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მთავრობისთვის მიეწერა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე ციმბირში გადაასახლეს, სადაც 8 წელი გაატარა და სამშობლოში დასუსტებული დაბრუნდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 3000 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 3 ოთახისგან შედგებოდა. პედაგოგი ისიდორე ტატიშვილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.