ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილება სტამბას ყიდდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ინფორმაციის უტყუარობის შემთხვევაში ქუთაისის განყოფილებისთვის ეცნობებინა, რომ სტამბა მთავარ განყოფილებას სჭირდებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო სხდომაზე საქართველოს საავიაციო საზოგადოებამ გამგეობას როსტოვში დაღუპული ავიატორის, ალექსანდრე მალაშხიას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა სთხოვა. გამგეობამ საავიაციო საზოგადოების თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ერმილე ფილიპეს ძე კვაჭანტირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ნესტორ კონსტანტინეს ძე კობიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ივანე ლაზარეს ძე ანდღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან არტემ ალექსის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან იაგორ როსტომის ძე თალაკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან პარმენ ილარიონის ძე ლომთათიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან მირიან ბესოს ძე თედორაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ოლღა გერასიმეს ასული ბარამიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან პისტი ანტონის ასული უშვერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან მღვდელი ირაკლი ქორიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან სერაპიონ კონსტანტინეს ძე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ფოცია ანანიას ასული კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან გერმანე ალექსანდრეს ძე ჯიბლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძემ მისწერა, რომ ფილიალის ლიკვიდაციას წესდების თანახმად განყოფილების წევრთა საზოგადო კრება დამსწრეთა 2/3 ხმის უმრავლესობით ახდენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების კრების მდივანი იყო ვასილ მაქსიმეს ძე ბერიშვილი. კრებაზე გადაწყდა, რომ ვინაიდან უსახსრობის გამო ვეღარ ინახავდნენ სამკითხველოს, მთავარგამგეობას ის ქალაქის თვითმმართველობისთვის გადაეცა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების თავმჯდომარე მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა მთავარგამგეობას უწერაში საზაფხულო სამკითხველოს გახსნა სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 თებერვალს ბიქტორ მაქსიმეს ძე ელიავას თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების კრებამ მთავარგამგეობას საწევრო გადასახადის 3 მანეთიდან 1 მანეთზე დაწევა სთხოვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ელიაშვილს 18 სექტემბერს მწერალთა სასახლეში არტურ ლეისტის 40 წლის იუბილეს დასაგეგმად დანიშნულ კრებაზე დასწრება სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების ხაზინადარის მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძის ცნობით, 1915 წელს განყოფილების გასავალი 320 მანეთსა და 74 კაპიკს შეადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ოლღა ჭავჭავაძეს ბინის ქირის გადახდაში დახმარებოდნენ, რისთვისაც 45 000 მანეთი გამოყვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არსენ მამულაიშვილის (ლალიონის) ნაწერების გამოცემის საკითხი. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების ხაზინადარის მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძის ცნობით, 1915 წელს განყოფილების შემოსავალი 325 მანეთსა და 74 კაპიკს შეადგენდა.