ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის 21 აგვისტოს საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე ივანე სოლომონის ძე ინაშვილი ჩამოახრჩვეს.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის 21 აგვისტოს წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი ჩამოახრჩვეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე უნდა განეხილათ ბარნაბა გელაზანიას თხოვნა ბათუმის სკოლაში ხელახლა მიღების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა გაეხილათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა დახმარების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 20 აგვისტოს ტარას ნიჟარაძეს დაენიშნა ძმები ზუბალაშვილების სტიპენდია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 აგვისტოს ეკატერინე ყარამანის ასულმა პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გარდაცვლილი მეუღლის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ბიბლიოთეკა შესწირა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 აგვისტოს შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტერბურგიდან თბილისში წერილით შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, მას იმ წელს აუცილებლად უნდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი. ის უსახსრობის გამო გამგეობისგან ითხოვდა დახმარებას.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის აგვისტოში აბასთუმანში გარდაიცვალა ვალოდია ლორთქიფანიძე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 26 ივლისს კავკავის ქართველთა საკრედიტო ამხანაგობამ საქმიანობა დაიწყო. 1913 წლის 1-ლი იანვრისთვის მისი წმინდა შემოსავალი შეადგენდა 2474 მანეთსა და 11 კაპიკს. ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, საბჭოს თავმჯდომარე – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოანგარიშე – დ. გ. ხუმაროვი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაევალათ საზოგადოების წიგნის მაღაზიისთვის ბინის დაქირავების შესახებ მოლაპარაკებოდნენ ძმები ზუბალაშვილების მამულების გამგეს. იმ შემთხვევაში თუ ზუბალაშვილების სახლში ეს ვერ მოხერხდებოდა, გამგეობას ადგილი უნდა ექირავებინა ქაშვეთში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალათ ქაშვეთის ეკლესიასთან ის ადგილი შეემოწმებინათ, სადაც საზოგადოების მაღაზიის გადატანა იგეგმებოდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წიგნის მაღაზიისთვის ახალი ბინის დაქირავების შესახებ.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 16 ივლისს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მომრიგებელ სასამართლოში საზოგადოების საქმეების საწარმოებლად სრული ვექილის უფლებამოსილება მიანიჭეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და სამსონ ფირცხალავა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საზოგადოების წიგნის მაღაზიის სხვა ადგილზე გადატანის თაობაზე. ფირცხალავას თქმით, აგვისტოში მაღაზიას დიდი ვაჭრობა ექნებოდა, ამიტომ გადატანა ივლისში უნდა მოესწროთ.

1909

ტიპი: ავტორობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა 2 ივლისის წერილის პასუხად გაგზავნილ შეტყობინებაში ქუთაისის ფილიალის გამგეობას ამცნობს, რომ ჯერ არ შეუმუშავებიათ ბიბლიოთეკების მართვისა და გამგეობებთან მათი დამოკიდებულების საერთო წესები.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 6 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა ქუთაისის განყოფილებას უგზავნის ბიბლიოთეკის გახსნის ნებართვის მისაღებად გუბერნატორისთვის წარსადგენ ფორმას და დასძენს, რომ საჭიროა თხოვნას დააკრან ორი 75 კაპიკიანი მარკა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 6 ივლისს სამსონ ფირცხალავა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ატყობინებს, რომ უსახსრობის გამო მთავარი გამგეობა ბიბლიოთეკების გახსნას მარტო იმ შემთხვევაში კისრულობს, თუ ადგილობრივი მცხოვრებნი ითავებენ მათ შენახვას. თბილისიდან მხოლოდ მცირედი დახმარების გაწევას შეძლებენ წიგნების მიწოდებით.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ლუარსაბ ბოცვაძემ წაიკითხა მოხსენება ნაძალადევის ბიბლიოთეკის შესახებ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა დავით კარიჭაშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის სახლში მუზეუმ-ბიბლიოთეკის მოწყობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, რომლებიც შეადგინა სვიმონ კლდიაშვილმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის მოხსენება ვერის ბიბლიოთეკის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა 3-4 თვის პენსიის წინასწარ აღების შესახებ საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 3 თვის პენსია გადაეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო თარხნიშვილის თხოვნა, ხალხში გასავრცელებლად „დედაენის“ 40 ეგზემპლარისა და ამდენივე რვეულის მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მისთვის 20-20 წიგნი და რვეული უნდა მიეცათ. განჩინებას დავით კარიჭაშვილმა მოაწერა ხელი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის მთავარ გამგეობას: აცნობონ, თუ აქვთ შემუშავებული უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნისა და მოქმედების რაიმე საერთო წესი ან ინსტრუქცია.