რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 12 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განათლების კომისარიატის შუამდგომლობით პროფესორ სიმონ ლუკას ძე ავალიანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიას უნდა ეწარმოებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მაღაზიის გამგედ სასწრაფოდ უნდა მიეწვიათ განათლებული პირი. გამგეობა დაეთანხმა მის მოსაზრებას.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: დავით რამაზის ძე გოცირიძე, ვალერიან სიკოს ძე ჯაფარიძე, ბიქტორ მაქსიმეს ძე ელიავა, გიორგი ქაიხოსროს ძე იაშვილი, ასლან გიორგის ძე გელოვანი, ამბროსი ვლადიმერის ძე გამყრელიძე და დარია ხოსროს ასული ჯანუაშვილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: რაულ ფარნაოზის ძე ნიჟარაძე, ამბროსი მიხეილის ძე მეტრეველი, დავით სპირიდონის ძე სუხაშვილი, ილია გიორგის ძე გოგია, სერგო სიმონის ძე ბაქრაძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 22 დეკემბერს ანემპოდისტე ვასილის ძე ჯაფარიძე, რაჟდენ გრიგოლის ძე ნანუკაშვილი, ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე, ელეფთერ ზაქარიას ძე ღვალაძე და კოტე დავითის ძე გოგოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: გალაქტიონ ყარამანის ძე მასხარაშვილი, ლავრენტი ანდრიას ძე გაჩეჩილაძე, ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახტაძე, სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე და ვარლამ დავითის ძე გოგნაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე, დავით გრიგოლის ძეჯაფარიზე, გრიგოლ მეტრეველი, ქიშვარდი საჩინის ძე ჯაფარიძე, ნადეჟდა მიხეილის ასული ჩიკვაიძე და ეკატერინე ფილიპეს ასული გოცირიძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, სევასტი გრიგოლის ძე ჯანელიძე, დავით ვასილის ძე კერესელიძე, იოსებ როსტომის ძე ტატიშვილი და ვარლამ დავითის ძე ბოკუჩავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ ბოჭორიშვილი განყოფილების რვავე კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ხაზინადარი ილია ნონიას ძე ლობჟანიძე განყოფილების რვავე კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი ილია გიორგის ძე უნგიაძე განყოფილების რვა კრებიდან ოთხს დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების მდივანი ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი განყოფილების რვავე კრებას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ ყიფიანმა გამგეობას მისთვის მისაცემი 12 მილიონიდან 7 მილიონის სახვევი ქაღალდი სთხოვა. გამგეობამ ყიფიანის თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ თავმჯდომარედ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი აირჩია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბერს დეკანოზ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ადგილობრივ წევრებად 34 მსურველი ჩაწერა.მათი მიზანი იყო უკვე არსებული სამკითხველოებისთვის ხელის შეყყობა და ახლის გახსნა, წერა-კითხვისა და დაწყებითი განათლების გავრცელება, საკანცელარიო და სასწავლო სახელმძღვანელოების საწყობის გახსნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების რვავე კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს პეტრე დავითის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების რვავე კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ალექსი დავითის ძე ლობჟანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამი კრებიდან ერთს დაესწრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბერს დეკანოზ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 34 პირი ესწრებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 დეკემბერს დეკანოზი მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი, იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, ნადეჟდა მიხეილის ასული ჩიკვაიძე, კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე და ლონგინოზ იასონის ძე კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბა ონში მთელი რაჭის მაზრისთვის საზოგადოების განყოფილების გაიხსნის თაობაზე შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას სთხოვდნენ.