ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მოთავე და დიმიტრი ჯაში − მისივე ნაამბობი“.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ციმბირში სამუდამოდ გადასახლებულმა თედო სახოკიამ მოახერხა გაქცევა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის ქალაქის გეგმის შედგენის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისში გადასვლისთანავე მისი ინიციატივით ქალაქში ჩატარდა ქუჩების მოკირწყვლის სამუშაოები.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარე.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საზოგადოების „სინათლე“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით აშენდა საღორიაში საავადმყოფოს შენობა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით დაირგო საღორიას ტყეში აკაციის ხეები.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით დაარსებულ სანოვაგის ფალსიფიკაციასთან მებრძოლ ლაბორატორიას სავეტერინარო-სამიკროსკოპო სადგური გააჩნდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით ქუთაისის სკოლას გადაეცა ქვითკირის სამსართულიანი შენობა, სადაც მაქამდე ფოსტა-ტელეგრაფი იყო განთავსებული.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით საღორიას ტყეში დარგული აკაციის მერქანი ბევრად უფრო მტკიცე და მაგარი იყო, ვიდრე მუხისა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლაბორატორია, რომელიც სანოვაგის ფალსიფიკაციას ებრძოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით ქუთაისის სკოლისთვის გოგებაშვილის ქუჩაზე აშენდა ქვითკირის ორსართულიანი შენობა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიცატივით დაარსებულმა ქუთაისის ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ ქუთაისში შექმნა სიძველეთა მუზეუმი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ილია რუხაძემ ხონში თავისი ხარჯით საზაფხულო თეატრის შენობა ააგო.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლიდან რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის შემდეგ ხონის თეატრის რეჟისორი ნიკო გვარაძე წარმოდგენებშიც მონაწილეობდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლიდან ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლიდან ილია ზოსიმეს ძე რუხაძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძემ თავისი ხარჯით ხონში თეატრისთვის ხის შენობა ააშენა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ნინო წულუკიძე, სოფიო ბახტაძე და აგრაფენა ალექსის ასული ჭავჭანიძე ხონის თეატრში გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ წივწივაწის მიერ 1907 წელს ხონის თეატრისთვის აშენებული შენობა რამდენიმე წელიწადში გაიყიდა, სცენისმოყვარეებმა თეატრისთვის ახალი ადგილი დაიქირავეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლიდან ნიკოლოზ სოლომონის ძე გვარაძე ხონის თეატრში რეჟისორად მიიწვიეს.