რეგისტრირებული ფაქტები50103
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყვიტეს, რომ თბილისის პირველი ბიბლიოთეკის რევიზია ჩაეტარებინა ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს, მეორე სახალხო ბიბლიოთეკისა – პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს, მესამისა – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს, ხოლო მეოთხისა – იაკობ სოლომონის ძე ღულაძეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ზუგდიდის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, საამისოდ მთავრობასთან ეშუამდგომლა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის ლ. დანილენკოს მიმართვა ავჭალის ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა საზოგადოების მფლობელობაში მიეღო, რის შემდეგაც დახმარებასაც დაუნიშნავდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ პეტრე სურგულაძესთვის ეთხოვათ საგარეჯოსა და გიორგიწმინდის სკოლების რევიზია.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლოს სექციის მოხსენება ქართული მოძრავი ასოების შესახებ, რომლის გამოცემაც პეტრე სურგულაძეს დაევალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას ატყობინებენ, რომ 1909 წლის 15 მარტს ადგილობრივი მთავრობის ნებართვით შეკრებილმა მაზრის მცხოვრებლებმა დააფუძნეს ახალციხის ფილიალი, რათა მესხეთის ქართველობამ აღიდგინოს დავიწყებული დედაენა. წერილს ხელს აწერენ: თამარ ვაჩნაძისა, მიხეილ კვალიაშვილი, პეტრე ხუნდაძე, ბარბარე ღოღობერიძისა, ალ. ხერხეულიძე, ანნა ტერ-გრიგოროვისა, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, ვლადიმერ დაფქვიაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, ქ. ხახუტაშვილი, იოსებ მაისურაძე, ალექსანდრე ციხითათრიშვილი, ოქროპირ გვარამაძე, დეკანოზი დიმიტრი ხახუტაშვილი, ივლიანე ლასხიშვილი, გიორგი ღოღობერიძე, ვასო მამფორია, კონსტანტინე გვარამაძე, სოფრონ ზედგინიძე, ანა ზედგინიძისა, გ. გელაძე, ვერა დაფქვიაშვილისა, ეფემია გვარამაძისა, ალექსანდრე სულხანიშვილი, არტემ აზნაუროვი, ფრანც დურგალიშვილი, მიხაილ დურგალიშვილი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სენაკელი წევრების თხოვნა სენაკში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის სენაკის გუბერნატორს დაკავშირებოდნენ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმელი წევრების თხოვნა ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ ბათუმის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სამტრედიელი წევრების თხოვნა სამტრედიაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ სამტრედიის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასკოლო სექციას, ასევე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაავალა, ორი კვირის შემდეგ გამგეობისთვის ეცნობებინათ მოსაზრება თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თბილისის გუბერნატორის თხოვნა, საზოგადოებას გაეგზავნა წარმომადგენელი თათბირზე, რომელზეც განიხილავდნენ თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის საკითხს. გამგეობამ წარმომადგენლებად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი აირჩია.
1909
ტიპი: განათლება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება სახალხო მასწავლებლებისთვის კურსების ჩატარების შესახებ. გამგეობამ კურსების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია და გადაწყდა, გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა სასკოლო სექციისთვის დაევალებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძისთვის სუხჩაში სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მიეწერათ, რომ გამგეობა სკოლას უხელმძღვანელებდა, მაგრამ ყველა ხარჯი სოფელს უნდა გაეღო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო ამირაჯიბის თხოვნა, მისი შვილისთვის არ შეეწყვიტათ სტიპენდია. გამგეობამ სტიპენდიის 1-ლ ივლისამდე გაგრძელება გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის წერილი იმის შესახებ, რომ ბარნაბა გელაზონიას ბათუმის სკოლის მასწავლებლად არ ამტკიცებდნენ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ გელაზანია დაუყოვნებლივ გადაეყენებინათ და მის მაგივრად გარდავაძე მიეწვიათ. თუ მისი დანიშვნა არ მოხერხდებოდა, გელაზანიას გაკვეთილები სხვა მასწავლებლებს უნდა გადაენაწილებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგის, პეტრე მამრაძის თხოვნა, ავლაბრის ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი 180 მანეთიდან მისთვის წინასწარ მიეცათ 25 მანეთი. გამგეობამ უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანდრია ღულაძის თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა პეტერბურგის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტ ნ. თევზაძეს. გამგეობამ უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას განცხადება ზოგიერთი სკოლის რევიზიის მაშინვე ჩატარების შესახებ.
1909
ტიპი: განათლება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი ფაღავას თხოვნა, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადასახდელად გამგეობა 50 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ფაღავასთვის ივნისისა და ივლისის სტიპენდიები წინასწარ გადაეცა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 5 მარტს აპოლონ ესტატეს ძე პაპავა, მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, პორფილე ალექსანდრეს ძე ჭეიშვილი, ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელია და მოსე ესტატეს ძე სტურუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.