ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50770

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამომცემლობის განახლების საკითხი. პრეზიდიუმის აზრით, უპირველესად უნდა გამოცემულიყო სახელმძღვანელოები, შემდეგ საბავშვო წიგნები და ბოლოს სახალისო საკითხავი. საჭირო იყო კომისიის არჩევა სამოქმედო გეგმის შესადგენად. გამგეობამ აირჩია კომისია შემდეგი შემადგენლობით: დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, პავლე საყვარელიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე კოწია თუმანიშვილმა ითხოვა, საზოგადოების მაღაზიის ნახევარი მიექირავებინათ. მას უარი უთხრეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა თავისი წიგნების ჰონორარიდან გარკვეული თანხა ითხოვა. მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 150 000 მანეთი. გამგეობის წევრებმა დაადგინეს, მისთვის 100 000 მანეთი მიეცათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, პავლე საყვარელიძე და ნიკოლოზ ჩიგოგიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აუწყებენ, რომ თებერვალში ქუთაისში მთავრიშვილთან და სამაზრო ერობასთან 273070 მანეთად შეფასებული წიგნების გაგზავნა არ მოხერხდა. ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის წარმომადგენელ ხარატიშვილს ეს წიგნები თავის წიგნებთან ერთად გადაუტანია თბილისის სადგურიდან საწყობში, რაც 15000 მანეთი დაუჯდა. ხარატიშვილი გამგეობას სთხოვდა ამ თანხის ანაზღაურებას. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბერში იაკობ ფანცხავა დანიშნეს სახბანკის ქუთაისის განყოფილების გამგედ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბრიდან 1924 წლის მარტამდე იაკობ ფანცხავა მსახურობდა სახბანკის ქუთაისის განყოფილების გამგის თანამდებობაზე.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბერში ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ-ის რევკომის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და მოსკოვში გაიწვიეს.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ილია ჭავჭავაძის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შიო მღვიმელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კლდიაშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ეკატერინე გაბაშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შიო არაგვისპირელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ იროდიონ ევდოშვილის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ გერონტი ქიქოძეს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკო ლომოურის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სოფრომ მგალობლიშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ კოტე ყიფიანის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დუტუ მეგრელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სერგეი მესხის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 ნოემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N13) ბეჭდავს „ჩიკაგო ტრიბუნის“ ინტერვიუს საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ნოე ჟორდანიასთან, ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი პარტიის ცნობილ ლიდერთან, როგორც აღნიშნავს გაზეთი, რომელიც მეოთხედი საუკუნეა მეთაურობს საზოგადოებრივ მოძრაობას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას მეტი სიფრთილე გამოეჩინათ და ფედერაციის საკითხები საბჭოების არჩევნებთან დაეკავშირებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას გამოეჩინათ მეტი სიფრთხილე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 ნოემბერს ბუდუ მდივანმა იოსებ სტალინს შეატყობინა, რომ სერგო ორჯონიკიძემ ქართველ კომუნისტებს საჯაროდ დასდო ბრალი შოვინიზმში.