რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრება გადაიდო, რადგან მხოლოდ ცხრა რწმუნებული გამოცხადდა. მათი სიმცირე იმავე დღეს ჩატარებულმა ქალაქის არჩევნებმა განაპირობა. რწმუნებულები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებას ესწრებოდა საზოგადოების საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე დაადგინეს, რომ სარევიზიო კომისიის კანდიდატებად გიორგი ბახტაძე და პორფირე სამსონის ძე წირქვაძე აერჩიათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 2 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების მოხსენების მიხედვით, მათ სკოლების ბიბლიოთეკებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდათ. გამომცემლების გულმოდგინე შრომის მიუხედავად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. მოხსენებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლ იანვრამდე იოსებ ავალიშვილმა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიიდან 1050 მანეთი მიიღო, შალვა ამირაჯიბმა – 175, ალექსანდრე დგებუაძემ – 1055, პავლე დადვაძემ – 1048. 85, შალვა ელიავამ – 450, ნიკიფორე იმნაიშვილმა – 1200, ვარლამ იმნაძემ – 1375, ვასილ მდივანმა კი – 1025 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მაღაზიისა და საწყობის ქირისთვის 26258 მანეთი გასცა, მაღაზიის გათბობის, განათებისა და სხვა ხარჯებისთვის კი – 250847. 87 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წიგნსაცავისთვის გაზეთებისა და ნივთების შესაძენად 27629. 50 მანეთი გასცა, წიგნსაცავის გამგისთვის – 69600, თანაშემწისთვის – 63180, მსახურისთვის – 9400 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართველ მოღვაწეთა პანთეონისთვის 10000 მანეთი გასცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1917 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 90.530.64 მანეთი იყო, გასავალი კი — 60.048.20 მანეთი. 1918 წელს საზოგადოებას 560.548.82 მანეთი ჰქონდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელo საზოგადოება ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან ნიკოლოზ დავითაშვილს 100 მანეთით დაეხმარა, მარიამ გუთიკაშვილს – 30, ვალენტინა წილოსანს კი – 70 მანეთით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1916 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 57.803.67 მანეთი იყო, გასავალი კი — 52.607.52 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრთა მთავარი საზრუნავი ბეჭდვითი საქმიანობისა და წიგნებით ვაჭრობის გაფართოება უნდა ყოფილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო ბალანსი 394 089.98 მანეთს შეადგენდა, 1918 წლის პირველ იანვარს — 560 543.82-ს, იმავე წლის ნოემბერში კი თანხა 264 194.62 მანეთით გაიზარდა. ჯამში საზოგადოების ქონების ღირებულება 1 500 000-ს აღემატებოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის ჩატარებული 19 სხდომიდან თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე და თეოფილე ალმასხანის ძე გოგიბერიძე 5-ს არ დასწრებიან, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე კოსტას ძე ოსილოვი – 10-ს, მოლარე კოსტა საველის ძე კვარაცხელია, ივანე მენაბდე და ამბაკო იესეს ძე სულუხია – 4-ს, არსენ ალექსის ძე ნაცვალაძე – 3-ს, იასონ სალუქვაძე – 6-ს, ალექსანდრე ივანეს ძე ბიბილეიშვილი – 7-ს, კოსტა გვაზავა – 14-ს, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი ყველა სხდომას დაესწრო.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ალოიზ შიხინაშვილმა აბასთუმანში წარმოდგენა გამართა და საზოგადოებას გადასცა მისი შემოსავალი – 169. 05 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ბარბალე ავალიანმა, დავით იესეს ძე ანჯაფარიძემ, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძემ, ვლადიმერ თომას ძე არჩაიამ, ალექსანდრე ადამიამ, ბაბილინა ბესარიონის ასულმა ახალაიამ, არონ ელოს ძე აჯიაშვილმა, დავით იაკობის ძე აჯიაშვილმა, აკაკი ბესარიონის ძე ბოკუჩავამ და ივანე იოსების ძე ბოკუჩავამ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრებმა: პეტრე ბერულავამ, ესტატე ეგნატეს ძე ბუსკაძემ, რაჟდენ გიორგის ძე ბუსკაძემ, აკაკი ალექსის ძე გაგუამ, კლავდია ლუარსაბის ასულმა გაბუნიამ, მილტიადი გიორგის ასულმა გაბუნიამ, ელენე ლუკას ასულმა გოგოლაშვილმა, ელენე სიმონის ასულმა გეგენავამ, დიონისე მაქსიმეს ძე გოგინავამ და ნიკო ნიკოლოზის ძე გოლუბევმა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერია, კირილე იესეს ძე ჯავახია, გიორგი ექვთიმეს ძე ჯიბლაძე, ანდრია კონსტანტინეს ძე ჯიქია და პლატონ კონსტანტინეს ძე ჯიქია.