ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51792

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ჭიტას ფსევდონიმით, წერილი „სადღესასწაულო მოგზაურობა“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-11 წლებში ქრისტინე შარაშიძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის მზრუნველის განკარგულების თანახმად, ქუთაისში გაგზავნეს გიმნასტიკის კურსებზე.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს აკაკი ჩხენკელი იმყოფება ლონდონში და სწავლობს ინგლისისა და რუსეთის მეტოქეობას აზიაში. ის თანამშრომლობს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებთან, ესწრება სოციალისტურ კონგრესებს და კონფერენციებს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაერთო ქვეყნაში არსებულ დემოკრატიულ მოძრაობაში. ცარისტულმა რეჟიმმა იგი კვლავ დააპატიმრა და გააძევა ქვეყნიდან.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბაქოს ფილიალის წევრ ტყეშელაშვილს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად დახმარების თხოვნით მიმართა.

1910

ტიპი: განათლება

ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის 8 კლასი მასწავლებლის წოდებით.

1910

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების თელაველი წევრების თხოვნა თელავში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მთავრობისთვის მიეწერა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე ციმბირში გადაასახლეს, სადაც 8 წელი გაატარა და სამშობლოში დასუსტებული დაბრუნდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 3000 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 3 ოთახისგან შედგებოდა. პედაგოგი ისიდორე ტატიშვილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას განცხადება გარდაცვლილი მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილის ნაცვლად ნაძალადევის ბიბლიოთეკაში სხვა პასუხისმგებელი პირის წარდგენის შესახებ. გადაწყდა, რომ ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი გაეგზავნათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე მდივანს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის საბუთების შემოწმება დაევალა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით „ჯეჯილის“ 20 წლის საიუბილეო დღესასწაულს საზოგადოების წარმომადგენელი ლუარსაბ ბოცვაძე უნდა დასწრებოდა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს პეტრე მამრაძემ თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ აღარ ყოფილიყო ავლაბრის ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელი პირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საისტორიო-საარქივო სექციის განცხადება პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონის შესახებ. ლექსიკონი გრიგოლ დადიანის პრემიაზე იყო წარდგენილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ტერეზა ხმიადაშვილისთვის სასკოლო სექციაში მუშაობა ეთხოვათ.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ნინო ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავს ანებებდა ქალთა კომისიის წევრობას.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმების მიხედვით, სამუზეუმო კომისიის წევრები იყვნენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, მღვდელი კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე, მღვდელი ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ვახტანგ მუსხელაშვილი და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე.