რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის იანვრიდან ვასილ ძინძიბაძეს, დიმიტრი ბარნაბაშვილს, შალვა თაბუკაშვილსა და ალექსანდრე ცირეკიძეს დაენიშნათ დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – თითოეულს წელიწადში 300 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1916 წელს წესდებაში შეტანილმა ცვლილებამ საწევრო გადასახადი 3-დან 1 მანეთამდე შეამცირა. შეცვლილი წესდების თანახმად, მთავარი გამგეობის წევრებს რწმუნებულთა საზოგადო კრება აირჩევდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დავით გიორგის ძე მელაძესა და ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილს 125 მანეთით დაეხმარა ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მურად გულთაიშვილს და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილს 682. 32 მანეთით (ერთჯერადად) დაეხმარა სასტიპენდიო ვალის ანგარიშზე შესული თანხიდან. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ მომავალშიც ამ თანხიდან უნდა დახმარებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წესდების მე-15 მუხლის თანახმად არჩეულმა სარევიზიო კომისიამ 1916-1917 წლებში გაწეული ხარჯის სიზუსტე დაადასტურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადო მოღვაწეთათვის პანთეონის მოსაწყობად საზოგადოების წევრებმა დიდუბის გალავანში 50.000 მანეთად ღირებული ადგილი 5000 მანეთად შეიძინეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1918 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების წიგნის მაღაზიებიდან და საწყობებიდან მიღებული მოგება 159.506.70 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის იანვრიდან დავით გიორგის ძე ჩადუნელსა და ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძეს დაენიშნათ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – წელიწადში 360 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ იმავე წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით საზოგადოებას 38.942 წევრი ჰყავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1907 წელს საზოგადოების წესდება შეიცვალა და საწევრო 6-დან 3 მანეთამდე შემცირდა. წესდების თანახმად, საზოგადოებას განყოფილებების დაარსების უფლება მიეცა, ამიტომ 1918 წლამდე მათი რიცხვი 47-მდე გაიზარდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 1907 წლამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მხოლოდ 12 ბიბლიოთეკა ჰქონდა დაარსებული, 1918 წლის პირველ იანვარს კი ჯამში 120 ბიბლიოთეკა და სამკითხველო იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გამგეობის წევრებს 1916-1917 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელთა მიზანი იყო სახალხო პირველდაწყებითი სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების მოწყობა, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა, საკუთარ წიგნთა საწყობების მოწყობა, ეროვნული მუზეუმისთვის ძველი ხელნაწერებისა და ისტორიულ-არქეოლოგიური საბუთების შეკრება.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალეიშვილი (კიკალიშვილი) იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლიდან დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლიდან ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმ წელს მთავარ გამგეობაში 36 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 226 საკითხი განიხილეს. ეს ფაქტი ვარლამ ბურჯანაძემ დაადასტურა.