რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 16 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები გამოეგზავნათ: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „კონა“ ოც-ოცი ცალი, ჯაჯანაშვილის ამოცანები ათი ცალი, იოსელიანის საღმრთო ისტორია და კალენდარაშვილის სახელმძღვანელო ოცი-ოცი ცალი, გოგებაშვილის რვეულები N1 და N2 სამოც-სამოცი ცალი, რუსული წერის რვეულები სამოცი ცალი, სურათები ათორმეტთა დღესასწაულთა ერთი ცალი და ერთი ფუთი კალმები.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 27 აპრილს ბათუმის ადგილობრივი კომიტეტის წევრმა, ჰუსეინ ბეგ აბაშიძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ბათუმის სკოლის გადატანას ქობულეთში აპირებდნენ. თუ ბათუმში დატოვებდნენ, საზოგადოებას სკოლისთვის სახლს ერთი წლით უფასოდ დაუთმობდა. საზოგადოებას მხოლოდ სახლის თავისი ხარჯით შეკეთება მოუწევდა, რაც 1500 მანეთი დაუჯდებოდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო ყულაბები, რომლებიც განყოფილებას 4 სხვადასხვა ადგილას ჰქონდა განაწილებული. ყულაბების შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში 32 მანეთსა და 59 კაპიკს შეადგენდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ურჩია ყულაბების რიცხვი გაემრავლებინა. ისინი დაედგათ მაღაზიებში, აფთიაქებში საკრედიტო დაწესებულებებში, საზოგადო საკრებულოში და სხვ. განყოფილების გამგეობამ მიიღო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის წინადადება და შეიტანა ოქმში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფდა 68787.46 მანეთს, სასკოლო ხარჯისთვის — 47294.14 მანეთს, ბიბლიოთეკებში სახალხო სამკითხველოების მოსაწყობად — 3230-ს, მუზეუმებისთვის კი — 8183.30 მანეთს.
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის ანგარიშზე 762. 11 მანეთი ჰქონდა, 1921 წლის პირველ იანვარს კი – 788. 18 მან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ დაადასტურა სარევიზიო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება აკაურთის, ატენის, ბორბალოსა და გომარეთის სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. მან მიზეზად გამგეობაში სკოლების შენახვისთვის საჭირო თანხის უქონლობა და მუშაობის მსურველ მასწავლებელთა სიმცირე დაასახელა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ივანე ავალიშვილმა საზოგადოების წევრებს მათი მოსამსახურეების ანაზღაურების საკითხი შეახსენა და განმარტა, რომ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მათ მასწავლებლებზე ნაკლები ხელფასები ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონისთვის 3256. 96 მანეთი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის – 13490. 92 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სათადარიგო თანხის ანგარიშზე 155628. 21 მანეთი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) კ. სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ ბორჩალოს მაზრის სოფლებში (ყალამშში, გომარეთსა და აკაურთაში) სკოლების დაზიანებული სახურავების, ფანჯრებისა და კედლების გამო 1917 წელს სწავლა შეწყვეტილი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კანცელარიის ბინის ქირისთვის 18600 მანეთი გასცა, საკანცელარიო, საფოსტო, განათებისა და გათბობისთვის – 68185. 75 მან, ლავრენტი აგლაძის ქვრივისთვის კი – 7650 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეკატერინე სარაჯიშვილის პროფესიული სკოლის ანგარიშზე 101899. 99 მანეთი ჰქონდა, 1921 წლის პირველ იანვარს – 105384. 97 მან.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ანანია სალუქვაძე, ვარლამ რუხაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი დუმბაძე, პლატონ ლეჟავა, იაკობ ცინცაძე, თედო ქარცივაძე და მელიტონ ფერაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ზოტიკე ჩიქვილაძე, ვლადიმერ სამხარაძე, სერგო გორგაძე, სოლომონ დოლიძე და სოლომონ თავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გრიგოლ დადიანის ანგარიშზე 1992. 4 მანეთი ჰქონდა, 1921 წლის პირველ იანვარს – 1569 მან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მცდელობის შედეგად 1916-1917 წლებში გამოიცა იაკობ გოგოებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა“, „თავდადებული ქართველნი“, იროდიონ ევდოშვილის საყმაწვილო მოთხრობების I და II ნაწილი, გიორგი ქუჩიშვილის ლექსები და შიო მღვიმელის საბავშვო ლექსები: „ძუნწი და ნატვრა“, „სამი ცელქი“, „ოქროს თავთავი“, „ცვარი“ და „ჩემი ყვავილები“.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მაღაზიისა და გამომცემლობისგან 12807335. 60 მანეთი დარჩა.