ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50770

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმზე ბუდუ მდივანსა და მისი პარტიის წევრებს ამიერკავკასიის ფერდერაციის შექმნის წინააღმდეგ გამოსვლა აუკრძალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ნოემბერს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე ბუდუ მდივანმა გააკეთა განცხადება რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროსთან ურთიერთობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 ნოემბერს შალვა ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 ნოემბერს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ნოემბრის საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ცენტრალური ორგანო, პარიზის „პოპულერი“ ბეჭდავს ცნობას „ქართველი პროლეტარიატი ცდილობს გადაიგდოს ბოლშევიკების უღელი“, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის მუშებმა საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერების, საქართველოს ეროვნული ტერიტორიის დაქუცმაცების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავების გამო გადაწყვიტეს საქართველოს რევოლუციური კომიტეტისთვის (თავმჯდომარე ბუდუ მდივანი), გაეგზავნათ დელეგაცია, რომელიც გადასცემდა 5132 მუშის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს შალვა ელიავა ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართული საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს ბუდუ მდივანი ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს მალაქია ტოროშელიძე ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და მუხტარ გაჯიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმზე სერგი ქავთარაძეს ამიერკავკასიის ფედერაციის საკითხებზე თეზისების მომზადება დაავალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბათუმში დაატყვევეს ყოფილი მეჯლისის (რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო მოწვეული) 25 წევრი, მათ შორის – აჭარის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე ხასან ლორთქიფანიძე, ჰუსეინ-ბეგ ბიბი-ზადე, ზია ხარაზი და სხვ., ასევე სტამბოლიდან ახლად დაბრუნებული ზია-ბეგ აბაშიძე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 8 ნოემბრის გაზეთი „ფორვერსტი“ წერილით „მოხუცი სილვა“ მკითხველს ატყობინებს სილიბისტრო ჯიბლაძის დაპატიმრების ამბავს და აცნობს პროლეტარიატის ძველი მებრძოლის პიროვნებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და ალექსანდრე მიასნიკოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დადგინდა საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვარი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს თათბირზე შალვა ელიავას ხელმძღვანელობით გამოყვეს კომისია, რომელსაც ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამოკავშირეო საბჭოს კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაევალა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვასილ ბაროვს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში თედო ღლონტი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დროებითი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის ნოემბერში სილოვან ხუნდაძე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის მდივანი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 ოქტომბერს თბილისმა შეიტყო, რომ მთავრობის სასახლეში ბუდუ მდივანთან მემორანდუმის გადასაცემად მისული მუშათა დელეგაცია დაატყვევეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ამ ამბავმა საერთო აღშფოთება გამოიწვია მცხოვრებთა შორის.