რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა სიღნაღში, ლიხაურში, ლანჩხუთში, ონში, ოჩამჩირეში, ოზურგეთში, სამტრედიაში, სენაკში, სოჩაში, სოხუმში, სამურზაყანოში, ხაშურში, ხიდისთავში, ხონში, ქუთაისში, ტუაპსეში, ხაშმში, ფოთსა და ქვემო მაჩხაანში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა თელავში, ალაგირში, ახალციხეში, არმავირში, ბათუმში, ბაქოში, ბორჯომში, გორში, გუდაუთაში, გუმბრში, დუშეთში, ერევანში, ვანსა და ვლადიკავკაზში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს კ. სვიმონიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლების მოსაწყობად დახმარება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დაასახელეს საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომელთაც ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო – 300 მანეთი: ბარბარე ირაკლის ასული ბაგრატიონ-მუხრანბატონისა, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი და ელისაბედ გრიგოლის ასული საგინაშვილისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამგეობას ხარჯთაღრიცხვა უნდა ეწარმოებინა, რომ მთავრობისგან სკოლებისთვის საჭირო თანხა მოეთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ განყოფილებები გამგეობის ფინანსური დახმარების გარეშე ბიბლიოთეკებში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებდნენ, ამიტომ სკოლები გამგეობას უნდა დაქვემდებარებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დიმიტრი ხოშტარიამ საზოგადოებას მოსამსახურეთა ანაზღაურების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დადგენა შესთავაზა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წიგნების გამოცემა გადაწყვიტა და სპეციალისტები სხვადასხვა კომისიაში გააერთიანა. კომისიები განიხილავდნენ წარდგენილ ნაშრომებს და წყვეტდნენ, რომელი მათგანი დაბეჭდილიყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, 38 სხდომა გამართა და 99 საქმე განიხილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ საზოგადოებას ჯამში 47 განყოფილება ჰქონდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძე და სამსონ პლატონის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 მარტს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბესარიონ ნადარეიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა ხოფერია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს რაჟდენ გამსახურდია, მდივნებად - გიორგი ჯაკობია და აკაკი ხორავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობის მდივანმა გიორგი გამზარდიამ წაიკითხა ახალ წევრთა სია, რომლებიც აირჩიეს და დაამტკიცეს საზოგადოების წევრებად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობის მდივანმა გიორგი გამზარდიამ წაიკითხა 1916 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში და ასევე 1917 წლის სავარაუდო ხარჯთ-აღრიცხვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ სურათებიან ხელნაწერს სხვა პატრონი, ფრიდონ წერეთელი, გამოუჩნდა. გამგეობამ ხელნაწერი წერეთელს დროებით დაუბრუნა. ის საზოგადეობას დაპირდა, რომ ხელნაწერს იმ პირობით დააბრუნებდა, თუ შემოწირულობას მისი სახელით მიიღებდა. როდესაც წერეთელმა ხელნაწერი დროზე არ დააბრუნა, თაყაიშვილი საჩხერეში ჩავიდა. ის კვლავ დაპირდა, რომ ხელნაწერს მალე დააბრუნებდა და დანაპირები შეასრულა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძემ გამოთქვა სურვილი, რომ ბიბლიოთეკებისა და საკვირაო სკოლების დასახმარებლად 100 მანეთის მაგივრად გადაედოთ 300 მანეთი. ეს წინადადება გამგეობისთვის მისაღები აღმოჩნდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვარლამ ლომიამ წინადადებით მიმართა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკის გამგისთვის დაენიშნათ ხელფასი 75 მანეთის ოდენობით, ხოლო სამკითხველოს მეთვალყურისთვის - 30 მანეთი. ვ. ლომიას შეეკამათნენ აკაკი ხორავა, პეტრე დგებუაძე და ბარნაბ ძველაია. საბოლოოდ სევერიან მუსერიძის წინადადებით, ორივე გამგეს ხელფასები გაეზარდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე აირჩიეს განყოფილების რწმუნებულები – ბიქტორ ხარბედია, მარიამ თევზაიასი, პოლიკარპე ლორთქიფანიძე და გიორგი მაღნარაძე. ისინი თბილისში საზოგადო კრებას უნდა დასწრებოდნენ.