ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო დავით სარაჯიშვილთან ბარონ დე ბაის პატივსაცემად გამართულ წვეულებას.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა დავით მელიქიშვილმა ილია ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვა, დასწრებოდა თავად-აზნაურთა წინამძღოლებისა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას, რომელზეც სათავადაზნაურო დაწესებულების მშენებლობის პროექტები უნდა განეხილათ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ლევან გორდელაძისგან დამდეგი ახალი წლის მისალოცი ღია ბარათი მიიღო.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წელს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის დავალებით ვალერიან გუნიამ, პეტრე ყიფიანმა და თედო სახოკიამ საგურამოში მიაკითხეს თხოვნით, ფედერალისტთა პარტიის დასაფინანსებლად დავით სარაჯიშვილთან ეშუამდგომლა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძეს პრინცმა ალექსანდრე ოლდენბურგელმა წერილით აცნობა, რომ გაგრაში დაწყებითი სკოლის დაარსებას აპირებდა და რჩევა ჰკითხა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თიანეთის მაზრის უფროსმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, დროულად დაეფარა სოფელ დიღმელაურის მამულის გადასახადიდან დარჩენილი თანხა და საურავი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძეს ეკატერინე გაბაშვილმა წერილით სთხოვა, სათავეში ჩადგომოდა სალიტერატურო ფონდს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სამხედრო ტაძარში ვასილი ველიჩკოს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ შეავსო კერძო მამულის მფლობელებისთვის კანონით დამტკიცებული სავალდებულო კითხვარი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად სოხუმიდან ფოთისკენ გემით გაემგზავრა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნაზე მისულ ილია ჭავჭავაძეს სოციალ-დამოკრატები დაუპირისპირდნენ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წერილი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოს მცხოვრები სანდრო უნდილაშვილი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ყვარლის მოურავის გიორგი გიგინაშვილის წერილი საოჯახო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრს, მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილს.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წელს პეტერბურგში გამართულ ხილეულის პირველ გამოფენა-ბაზრობაზე ილია ჭავჭავაძის საკონსერვო ფირმის „ანკარა“ პროდუქცია ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრიდან სოხუმში პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელთან ჩავიდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრაში გაემგზავრა. დელეგაციაში, რომელსაც ილია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდნენ თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილი წინამძღოლი ალექსანდრე ორბელიანი, სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი და სხვ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი ლევან ჯანდიერისგან, რომელმაც მისი ვექსილის საფუძველზე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა აცნობა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ანტონ ფურცელაძე ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგიდან გამოგზავნილ ბარათში სწერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები ერთ ბანკირს შეუსყიდია და მათ განაღდებასთან დაკავშირებით ბანკისთვის პრეტენზიით მიუმართავს. ანტონ ფურცელაძე ილიას ამ წერილის გაცნობას და დროულად გამოხმაურებას სთხოვდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თავადაზნაურობის კრებაზე განიხილეს პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარი იყო გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებისა და ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვის შესახებ მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან თავად-აზნაურთა რწმუნებულად აირჩიეს, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავად-აზნაურთა დეპუტატად.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ ფსევდონიმით რიგოლეტო დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის „სადღეისო ვიზიტები“, რომლის ერთ-ერთი შარჟი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნებოდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით დუტუ მეგრელი დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საახალწლო ნობათი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რედაქტორს/მწერალიც თან გაჰყოლოდე ...“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 31 იანვარს კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების სხდომამ, რომელსაც არც ერთი ქართველი წევრი არ ესწრებოდა, დაადგინა, რომ უარი ეთქვა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.