რეგისტრირებული ფაქტები50752
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ზუგდიდ-სამურზაყანოს კოოპერატივთა კავშირისთვის 400 000 მანეთის წიგნების ნისიად გადაცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების გამგეობის არჩევის საკითხი დასვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ჭინჭათის მცხოვრებთა მიერ სახალხო სახლის ასაგებად ფულის შესაგროვებლად არჩეული სამშენებლო კომიტეტის თხოვნა ერთდროული დახმარების შესახებ. გამგეობამ 25 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, კირილე ნინიძე, მეთოდე კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, ქრისტინე შარაშიძე, სეით იაშვილი და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი, ქრისტინე შარაშიძე და ვასილ წულაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების ბალანსი 10 821 100. 83 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ კალანდაძის თხოვნა ორი ქართველი მაჰმადიანი მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ვასილ წულაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის კრებაზე განიხილეს ალექსანდრე მგელაძის თხოვნა შვილის, დავით მგელაძის სწავლის დაფინანსების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, უსახსრობის გამო თხოვნის დაკმაყოფილება მთავარი გამგეობისთვის ეთხოვა.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წელს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს სანოტარო ბიურო ჰქონდა ბათუმში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე, კაპპიდის სახლში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ახალი გამგეობის კანდიდატებად ვლადიმერ ლაბახუა, პეტრე დგებუაძე და დავით ჟვანია აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ონის განყოფილების გამგეობის თხოვნა განყოფილების საქმეთა ლიკვიდაციისა და ბიბლიოთეკის ქალაქის თვითმმართველობისთვის გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის გამგის, მოლარისა და მსახურისთვის ზედმეტად ნამუშევარი საათებისთვის გასამრჯელოს მიცემა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ოლღა ხოფერია და პოლიკარპე ლორთქიფანიძე ახალი გამგეობის საპატიო წევრებად აიჩიეს.
1912
ტიპი: განათლება
1912 წლის 12 ივნისს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ერთდროულად მიმართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებს: სთხოვს გაითვალისწინონ მისი უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა (სწავლამოწყურებულ უსახსრო სტუდენტს ცოლი და ოთხი შვილიც ჰყავს სარჩენი) და იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის სტიპენდია დაუნიშნონ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ეკატერინე გაბაშვილის სკოლის ქართული სიმღერის მასწავლებელი იყო.
1913
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ "განათლების" რედაქტორ-გამომცემლის, ლუარსაბ ბოცვაძის მიერ 1913 წლის მაისში გიორგი ყაზბეგისათვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც აღწერილია, თუ რა უნუგეშო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი მოხუცი და ავადმყოფი ეფემია ინაური მარჩენალი ძმის – იაკობ გოგებაშვილის – გარდაცვალების შემდეგ, ადევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის რეზოლუცია ინაურისთვის დაუყოვნებლივ 100 მანეთის მიცემის შესახებ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
სამეცნიერო-პედაგოგიურ და სალიტერატურო ჟურნალ „განათლების" რედაქციის (რედაქტორ-გამომცემელი ლუარსაბ ბოცვაძე) სატიტულო ფურცლის ინფორმაციით, 1913 წელს ჟურნალი გამოდიოდა ყოველი თვის შუა რიცხვებში, გარდა ზაფხულის ორი თვისა; წლიური ფასი 4 მანეთი იყო, სოფლის მასწავლებელთათვის – 3 მან.; მისამართი – თბილისი, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ლუბა კონსტანტინეს ასული დარასელია, სევერიან გიორგის ძე დგებუაძე, ნესტორ ზაალის ძე დავითაია და დავით გიორგის ძე დავითაია.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: სამსონ იაკობის ძე თვალთვაძე, თეოდოსია აქვსენტის ასული თვალთვაძე, ანა კირილეს ასული თოდუა და მიხა გიორგის ძე იოსავა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: პეტრე კალანდია, ილარიონ ოტიას ძე კახაძე, კატო მალხაზის ასული კედია და პეტრე მანუჩარის ძე კედია.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: დიომიდე ანტონის ძე კეკელიძე, სოკრატე ივანეს ძე კეშილავა, ყარამან ნიკოლოზის ძე კვარაცხელია და ასლან მერაბის ძე კვიტაშვილი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს განყოფილების წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: პარმენ კიბორძანიძე, დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია, კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძე და იუსტინა პეტრეს ასული კობახიძისა.