ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს იურიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა და ექიმის მოწმობა მიიღო რვა ქართველმა: ზ. ცხვედაძემ, მიხეილ ჩხენკელმა, გიორგი.ნათიშვილმა, ნიკოლოზ მრევლიშვილმა, ი. მეფისაშვილმა, გიორგი გელეიშვილმა, გრიგოლ ნასრაძემ და ისიდორე ჯაშმა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-06 წლებში ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ნოე რამიშვილს ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხვის გამო საქართველოში დაბრუნება მოუხდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ფრანგულ ჟურნალში „Caucase Illustre“ დაბეჭდილ სტატიაში განხილულია ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეობა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიას“ რედაქტორობა გადააბარა ალექსანდრე სარაჯიშვილს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-1915 წლებში მინა სპირიდონის ძე მესხი აგა­რის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-06 წლებში კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისის თეატრში დაიწყო მუშაობა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-05 წლებში სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძე სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-17 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი უბისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ილია კარგარეთელის სახლში გამართული რამდენიმე სხდომის შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელსაც მომავალი მუსიკალური საზოგადოებისთვის წესდება უნდა შეედგინა. კომისიის წევრები იყვნენ: ია კარგარეთელი, პეტრე მირიანაშვილი და ანდრია ყარაშვილი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-14 წლებში სერგო ილარიონის ძე მაჭარაშვილი შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სოფრომ მგალობლიშვილი და მარიამ დემურია ავჭალის სახალხო აუდიტორიაში მუშაობდნენ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-03 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სვანეთის ეკლესიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის კლიმენტი ჩიქვანი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის“ ჭელიშური ვარიანტი, რომელიც პირველად თავად აღმომჩენმა შეისწავლა და გამოსცა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ დეტალურად აღწერა ჭელიშის მონასტრის ხელნაწერი წიგნები, ასევე ნივთ-სამკაუკლები და მოგვიანებით ჟურნალებში „განთიადსა“ და „ცხოვრებაში“ გამოაქვეყნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-03 წლებში, ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად ყოფნის დროს, აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიას ხელმძღვანელობით ჭელიშის მონასტერში ათეულობით ძვირფასი ხელნაწერი აღმოაჩინეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსებისა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრების პირველი ქრონოლოგიური რიგი შეადგინა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის იანვარში გამართულ საკრედიტო საზოგადოების მე-3 ჯგუფის რწმუნებულთა არჩევნებზე ალექსანდრე ჰაირაპეტის ძე ქალანთარი, ა. ი. კაზანოვი, ს. ზ. მირზოევი, მ. ა. სულიევი, მ. ა. ფეფელოვი, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი, ზ. პ. ყარალოვი აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვაჭარმა სტეფანე ფეიქრიშვილმა ამხანაგობა „კოლხიდას" სთხოვა ქუთაისის გუბერნიაში სხვადასხვა ადგილას გაემართა მისი სამეურნეო იარაღების გამოცდა და დემონსტრაცია.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ერევანში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოლომონ მიქელაძე.