ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს წიგნების გამოცემის საკითხი. საზოგადოებას 20000 „დედა ენა“ უნდა დაებეჭდა, თუმცა უსახსრობის გამო 12000 „დედა ენა“ და 6000 „ბუნების-კარი“ გამოიცა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს მომავალი ქალთა ქართული სკოლის კომიტეტის თხოვნა. კომიტეტი საზოგადოებას ორ მომგებიან ბილეთს სთხოვდა. კრებამ დაადგინა ეს თხოვნა დაეკმაყოფილებინა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს წინამძღვრიანთკარის სკოლის მზრუნველის თხოვნა, რომ ერთი მასწავლებლისთვის წლის ხელფასი, 360 მანეთი მიეცათ. კრებამ საკითხის გადაწყვეტა გამგეობას მიანდო. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანტონ ფურცელაძემ გაგმეობას სოფელ რეხაში, ბორჩალოს მაზრაში, სკოლის გახსნა შესთავაზა. იქ მცხოვრები ქართველები მთლიანად თათრების გარემოცვაში იყვნენ, მათ არამცთუ ენა, თითქმის სარწმუნოებაც დაკარგული ჰქონდათ. კარგი იქნებოდა თუ საზოგადოება უფრო მივარდნილ ადგილებში გახსნიდა სკოლებს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. კრებას 25 წევრი დაესწრო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, არისტოტელე ვასილის ძე ქუთათელაძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა კრებას განუმარტა, რომ სკოლის ორ განყოფილებად დაყოფა სწავლის შედეგს გააუმჯობესებდა. პირველი განყოფილება დილით ისწავლიდა, ხოლო მეორე შუადღის შემდეგ. კრებამ გოგებაშვილის წინადადება მოიწონა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსი ჭიჭინაძემ ისაუბრა საზოგადოების სკოლების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სკოლებში მოსწავლეთა რიცხვი 30-40 არ აღემატებოდა. გამგეობამ ამის ორი მიზეზი დაასახელა: სოფლებს შორის დიდი მანძილი, რის გამოც მოსწავლეებს ზამთარში სკოლაში სიარული უძნელდებოდათ; სკოლის დანიშნულება ყველას არ ჰქონდა გათავისებული, ისინი ვერ ხედავდნენ სწავლის საჭიროებას და შვილებს არ უშვებდნენ სკოლაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე უმიკაშვილმა სწავლისა და სკოლების გახსნის დამაბრკოლებელ მიზეზად მცირე ზომის სოფლების არსებობა და მათ შორის დიდი მანძილი დაასახელა. მან კრებას შესთავაზა „მოძრავი სკოლების“ შემოღება. გამგეობამ დაადგინა, რომ უმიკაშვილის ინიციატივა ახალი ტიპის სკოლების შემოღების შესახებ ახალ გამგეობას შეემუშავებინა და საერთო კრებისთვის წარმოედგინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია ღულაძემ იკითხა, სწორი იყო თუ არა ინფორმაცია, რომ სახალხო დირექტორის თანაშემწეს წინარეხის სკოლა ორჯერ დაკეტილი დახვდა. ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ის ხშირად ადიოდა წინარეხის სკოლაში და ოცზე ნაკლები მოსწავლე არასდროს დახვედრია. აღნიშნა, რომ ერთ დროს სკოლას ცუდი თვალით დაუწყეს ყურება, რადგან თანხის შემოტანა ეზარებოდათ, თუმცა ეს საკითხი მოგვარდა. ცხვედაძემ წინარეხის სკოლის სასწავლო პროცესის დამაბრკოლებელ მიზეზად დაასახელა გლეხებს შორის უთანხმოება, რომელიც მოგვარდა. კრებამ დაადგინა თვალყური ედევნებინათ წინარეხის სკოლისთვის.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსი ჭიჭინაძემ კრებას შესთავაზა, სკოლებისთვის სახელმძღვანელოებთან ერთად გაზეთებიც, „ივერია“ და „მეურნე“, გაეგზავნათ. კრებამ დაადგინა, ჭიჭინაძის წინადადება მიეღოთ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბელმა კრებას შესთავაზა სამი წინადადება: გამგეობის მოქმედების ანგარიში ერთი თვით ადრე დაებეჭდათ და ყველა წევრისა და „ივერიის“ ყველა ხელისმომწერისთვის დაერიგერბინათ; კ. მუხრანსკის 1000 მანეთიანი ბილეთი გაენაღდებინათ, რადგან პროცენტი იკარგებოდა; იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ დაებეჭდათ, რომ წიგნის მაღაზიების მოგება საზოგადოებას დარჩენოდა. კრებამ დაადგინა მაჩაბლის პირველი და მეორე წინადადება მიეღო, მესამე წინადადების გადაწყვეტა კი გამგეობას მიენდო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ კრებას მოახსენა ბათუმის სკოლის მდგომარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ 1887 წელს ბათუმში შეიქმნა მზრუნველი კომიტეტი, რომლის დამსახურებითაც ბათუმის სკოლას 500 მანეთზე მეტი შემოუვიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას 1916, 1917 და 1918 წლების შემოსავალ-გასავლის ანგარიშები გაუგზავნა. მათ ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ნიკო თავდგირიძე და მდივანი გიორგი ღვინჯილია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სოფიო კულიკოვსკაიას ანდერძი. გამგეობამ ეს ამბავი კულიკოვსკაიას ნების აღმასრულებელს, ივლიტა ადამის ასულ ფორაქოვისას, აცნობა და სთხოვა, ნაანდერძევი 1 000 მანეთი კავკავის სკოლისთვის გადაეცა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, ალექსი პეტრეს ძე კაჭარავა, მარიამ ვასილის ასული კაჭარავა, როსტომ ბუჭუას ძე კარანაძე, სამსონ გიორგის ძე კილაძე, სამსონ დავითის ძე კილაძე, სპირიდონ ილარიონის ძე კუხალეიშვილი, რაჟდენ ივანეს ძე კაკუბავა, ნიკო ხახუას ძე კოკაია, აქვსენტი ივანეს ძე (კინწურეიშვილი) კინწურაშვილი და სიკო კაკუბერი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ივანე კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, ფილიპე კუხალეიშვილი, პორფილე კვანტალიანი, იოსებ მანუჩარის ძე კედია, ნიკოლოზ დავითის ძე კინწურაშვილი, კაპიტონ კვარაცხელია, ელენე კვარაცხელია, აღათი კვარაცხელია, ტრიფონ იესეს ძე კაჭარავა, ვანო კაკაჩია, აქვსენტი იესეს ძე კინწურეიშვილი, კატო ონისიმეს ასული კირთაძე, ივანე ნიკოლოზის ძე მიმინოშვილი და ელპიტა სპირიდონის ასული მიმინოშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის თავადაზნაურობამ 1911 წლის 13 ივნისს თავადაზნაურობის კრების დადგენილებითა და წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილების შუამდგომლობით გადმოიფორმა ილია ჭავჭავაძის მამული სათავადაზნაურო ბანკისგან, ხოლო 1912 წლის 3 იანვარს თელავის განყოფილებას ჩააბარა მოსავლელად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელაველების მიერ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში წარდგენილი მოხსენების ასლი. მოხსენება ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობის კანცელარიამ თბილისის გუბერნატორის კანცელარიას ამცნო, რომ მთავრმა გამგეობამ მიიღო იმ წლის 18 ივლისით დათარიღებული მოწმობა №1818, რომელიც ეხებოდა თბილისში ნორიოს აღმართზე საბაშვილის სახლში უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნის ნებართვას. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ილია ჭავჭავაძის ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგების შესახებ მოხსენება გაუგზავნა. მოხსენებას ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას ანგარიშის გასაკეთებლად და შემოსავლის 20%-ის გასაფორმებლად საჭირო ბლანკები გაუგზავნა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ 1900 წელს შილდაში საზოგადოების სახელზე გახსნილი ბიბლიოთეკის მდივნად თბილისის გუბერნატორმა დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი დაამტკიცა.

1917

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარის მაგიერი რაფიელ გოკიელი და მდივანი დავით მეძმარიაშვილი.