ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს რაჟდენ გვერდწითელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს მეფისნაცვალმა დიმიტრი სტაროსელსკიმ სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რის შედეგადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებულ პირველდაწყებით სკოლებში (პირველ განყოფილებაში) ქართულ ენაზე სწავლება ნებადართული გახდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის მასწავლებლებს ნინო ივანეს ასულ ლაშხაურს და ანა ნიკოლოზის ასულ ჯაჯანიძეს თვიური ანაზღაურება 4 თუმანი გაუხდათ, მანამდე მათი ხელფასი თვეში 3 თუმანი იყო. ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს კი ხელფასი თვეში 4 თუმნის ნაცვლად 54 მანეთით შეეცვალა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი ერთი წელი ყვარლის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ანა ნიკოლოზის ასულ ჯაჯანიძეს თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დასრულებული.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის მასწავლებელს, ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს, ამ სკოლაში მუშაობის 6 წლის გამოცდილება ჰქონდა. მანამდე ის ასწავლიდა სამინისტროს სკოლაში, შემდეგ 4 წელი თელავის ქალთა სასწავლებელში, 2 წელი საკუთარი სკოლა ჰქონდა და ბოლოს ერთი წელი თბილისის მასწავლებელთა საზოგადოების სკოლაში იყო პედაგოგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოება 1879 წელს გენერალ სტაროსელსკის დახმარებით დაარსდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე 1919 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში დაამტკიცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილებით გამგეობას იმ განყოფილებების ლიკვიდაცია დაევალა, რომლებიც აღარ მოქმედებდნენ და განახლების იმედიც ნაკლები იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გამგეობას თავის მიერ შეძენილი რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონების გამოსაცემად მომზადება დაევალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე უშანგი ელიავამ აღნიშნა, რომ წლიურ ანგარიშში საზოგადოების წლიური მოგება უნდა ყოფილიყო ნაჩვენები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დიმიტრი დუმბაძემ აღნიშნა, რომ გამგეობას წლის განმავლობაში მეტი წიგნის გამოცემა შეეძლო. მან ასევე განაცხადა, რომ გამგეობას სარევიზიო კომისიის დაუკითხავად გამგეობის წევრების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის უფლება არ ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბიბლიოთეკას, რომელიც ერობისთვის არ გადაუციათ, საზოგადოება აძლევდა დახმარებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის დაწყებითი სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1919 წლის იანვრიდან გამგეობამ ბათუმის სკოლის შესანახად ყოველთვიურად 3000 მანეთი გადადო, მაგრამ ეს თანხა არ დასჭირდათ, რადგან ადგილობრივმა განყოფილებამ თვითონ მოიპოვა სკოლის შესანახი თანხა.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს დასრულებული ჰქონდა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი და თბილისის ქალთა გიმნაზიაში პედაგოგიური კურსები.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნინო ივანეს ასულ ლაშხაურს თბილისის საეპარქიო სასწავლებელი დასრულებული ჰქონდა. 1915 წლიდან ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი 8 წელი ურიათუბნის სამინისტროს სკოლის მასწავლებელი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სამგანყოფილებიან სკოლაში 3 მასწავლებელი იყო და თითოეულ კლასს თავისი მასწავლებელი ჰყავდა. I განყოფილების პედაგოგი იყო ნინო ივანეს ასული ლაშხაური, II განყოფილებისა – ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი, III განყოფილებისა – ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა და ერთ ოთახში სკოლის გამგე იყო დაბინავებული. მასწავლებელი ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოებამ ვარიანის სკოლაზე (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) 1156. 21 მანეთი დახარჯა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლას ჰქონდა: 206 სახელმძღვანელო, 34 კლასგარეშე საკითხავი წიგნი, 17 სამასწავლებლო წიგნი და 90 სასწავლო ნივთი. ახალი მასწავლებელ ნატალია ბასილაშვილის აზრით, სკოლა კიდევ საჭიროებდა საბუნებისმეტყველო შინაარსის წიგნებს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლაში სავალდებულო საგნების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლამ (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) პირველ ოქტომბერს დაიწყო. წლის მანძილზე სულ 166 სასწავლო დღე იყო.