რეგისტრირებული ფაქტები50440
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა მაღაზიიდან თვე-ნახევრით დათხოვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მაღაზიის აღწერის შემდეგ ერთი თვით გაეთავისუფლებინა მოვალეობის შესრულებისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი უზნაძის თხოვნა მის მიერ შედგენილი „რომის ისტორიისა“ და „ახალი ისტორიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ 15 000-15 000 ცალი წიგნის დაბეჭდვა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი ამხანაგობა „მომავლის“ თხოვნა 9 000 მანეთის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ წიგნების გამომცემელ ამხანაგობა „მომავალს“ საზოგადოების ვალი 1808. 50 მანეთი ჰქონდა, ასევე გახსნილი ჰქონდა 20 000 მანეთის ოდენობის კრედიტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე შესწორებული „დედაენის“ პირველი ნაწილის 100 000 ეგზემპლარის დაბეჭდვა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 50 000 მანეთის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ივანე ჯავახიშვილის „ისტორიის მიზნებისა და მეთოდებისა“ და „ქართველი ერის ისტორიის“ I, II, III და IV ტომების გამოცემის შესახებ. გამგეობამ ჯავახიშვილის წიგნების დასაბეჭდად პირობების შემუშავება პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ახალი წესდების პროექტი განიხილეს. გამგეობამ გადაწყვიტა, პროექტში შეტანილი შესწორებები საზოგადო კრებისთვის გაეცნო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა 1-ლი ივლისიდან თვე-ნახევრით დასვენების შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ედილაშვილის წინადადება მისი საინგილოს შესახებ შედგენილი დასურათებული წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ ედილაშვილს ნაშრომის წარდგენა სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის პირველი დეკემბრიდან 1904 წლის 20 მაისამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ლეღვნის სასწავლებელში მუშაობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველი თებერვლიდან 1917 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის სარკინიგზო სასწავლებელში მუშაობდა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ბარბალე ლექვინაძე, ლუბა ლექვინაძე, ანდრო მაკალათია, ანა მებურიშვილი, ანდრო მებურიშვილი, ვასო მებუკე, იონა მებურიშვილი, ვლადიმერ მესხი, დავით მესხი და ვერა მესხი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ალექსანდრა ალექსანდრეს ასული ხახანაშვილი, დავით გიორგის ძე ჩადუნელი, მიხეილ გიორგის ძე ვეფხვაძე, შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილი, ლუკა ზაქარიას ძე ბერიტაშვილი, ამბროსი ნესტორის ძე ინწკირველი, ელისაბედ იაგორის ასული ინწკირველი, იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია, ლეონტი ალმასხანის ძე ჟღენტი და თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძე.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: იოსებ მალაქიას ძე მარუაშვილი, ბარბარე რომანოზის ასული მარუაშვილი, ალექსანდრე სვიმონის ძე ვაშაკიძე, არჩილ კირილეს ძე მათიკაშვილი, ანტონ კაცოს ძე ჟღენტი, სამსონ დავითის ძე ბახტაძე, ივანე ედიშერის ძე თიკანაძე, ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი, ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი და ივანე ალექსის ძე ბათაევი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ელენე იოსების ასული გომართელი, ალექსანდრე ივანეს ძე დგებუაძე, მიკიჩ კარაპეტის ძე ვარდოიანი, რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი, ტრიფონ სპირიდონის ძე საღარაძე, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე, ოლღა გიორგის ასული ხუნდაძე, მიხეილ სიმონის ძე ხუნდაძე და ვასილ თომას ძე ხახანაშვილი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ნესტორ ალექსის ძე ბერძენიშვილი, ივანე დავითის ძე გძელიძე, დიმიტრი როსტომის ძე გვარამია, ვასილ ჩიტოს ძე გადილია, ვასილ ალმასხანის ძე გოგიძე, ვასილ ანტონის ძე გოგავა, გრიგოლ მიხეილის ძე გამრეკელიშვილი, კალისტრატე გიორგის ძე გოგუა, ვალერიან ლევანის ძე გუნია და კონსტანტინე კარპის ძე ზავგოროდნი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: გერასიმე ვასილის ძე ზამთარაძე, მიხეილ მაქსიმეს ძე ზვიადაძე, ანდრია პროკოფის ძე ივანოვი, იოსებ ივანეს ძე კალანდაძე, ანდრია გრიგოლის ძე ჩაჩიბაია, ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილი, ევგენი ნიკოს ძე ოდიშარია, ილია ჯანელიძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და სოფიო გოთუა.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანი, მუხრან მაქსიმეს ძე ხოჭოლავა, ანდრია დავითის ძე ლოლუა, დავით ნოზაძე, იოსებ გოგიშვილი, ალექსი ქინქლაძე, ივანე ლაშაური, ნესტორ ლოლუა, ნიკოლოზ ლოლუა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: კირილე ალექსანდრეს ძე კილაძე, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, ალექსანდრე სონღულაშვილი, ნინო ცაგარეიშვილი, ელისაბედ ამირანის ასული ბურჯანაძე, დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი, თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძე, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძე, პარმენ გიტოს ძე ჭანიშვილი და სოფიო გიორგის ასული ჩიტაძე.