რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ საზოგადოების ბიუჯეტში საკმარისი თანხის უქონლობის გამო გრიგოლ ყიფშიძეს წიგნის შეძენაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ნიკოლოზ ელიავა დაეთანხმა ილია ჭავჭავაძის გადაწყვეტილებას, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა კატალოგი ორ ეგზემპლარად ეწარმოებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის ნებართვა გასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის წარმოების ინსტრუქცია შესასწორებლად დავით კარიჭაშვილს მიანდო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ნათანაელ ჰერცენშტეინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების წევრებს ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიის შესახებ განცხადების დაბეჭდვის ნებართვა სთხოვა. მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 26 ნოემბერს ბეჭდვითი საქმის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება დროებით ალექსანდრე სარაჯიშვილს გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს ბათუმის სკოლისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ ქალაქის მოურავის მოადგილე ბ. ბ. შესტაკოვი, საბჭოს ზოგიერთი ხმოსანი, ივანე ჩერქეზიშვილი და ევგრაფ ხოსროევი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ნოემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ამ ეკლესიის მღვდელმა მ. ტყემალაძემ გარდაცვლილი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილისა და სუფლიორ ნ. გალუსტოვის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში დაკლებული ფასებით წარმოადგინეს ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი 5-მოქმედებიანი მელოდრამა „პარიზის ღარიბ-ღატაკთ".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ოქტომბერს ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, ა. ბ. ევანგულოვი, ნ. ა. სახაროვი, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ოქტომბერს ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ე. პ. სოფრონოვი, მ. მ. თუმანიშვილი, კ. მ. თუმანიშვილი, გიორგი მიხეილის თუმანიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა, მას ახლდა საექიმო ნაწილის ინსპექტორი ი. ი. მალინინი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა, მას თან ახლდა კანცელარიის ვიცე-დირექტორი ვ. ო. ტროფიმოვი.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 24 ნოემბერს, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს" თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ განიხილა გრაკალის სადგურის უფროსის თანაშემწის, იოსებ ალექსანდრეს ძე კეზელის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დაუდევრად აღსრულება, რასაც მოჰყვა მატარებლების დაჯახება და მსხვერპლი. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა ახალგაზრდა მსახიობ ტასო აბაშიძის საბენეფისო სპექტაკლი, წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის მიერ თარგმნილი სამმოქმედებიანი კომედია „სანატრელ ცოლს".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, არჩილ ჯორჯაძე და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას 427.95 მანეთი შეუვიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ 100 მანეთი გასცა.