ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებთან ერთად დაესწრო წინამძღვრიანთკარის სკოლის გამოცდებს და ახალგაზრდების ცოდნით კმაყოფილი დარჩა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1918 წლამდე მარიამ გიორგის ასული ყიფიანი-აბაშიძისა ხონში ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის დაბალ სკოლაში მუშაობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე ანთაძე სახალხო სკოლების დირექტორმა ზესტაფონის სამინისტროს სკოლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ლ ივლისამდე ეფემია გიორგიევი „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში მუშაობდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძე ოფიციალური უწყებით გააფრთხილა, რომ თუ ბანკის ვალს არ გადაიხდიდა, ყვარლის მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის შემოდგომაზე თედო სახოკია დაოჯახდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა წიგნების შესაძენად კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგობამ ვასილ გადილიას თავმდებების დასახელება სთხოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კაპიტონ გრიგოლის ძე მეუნარგიას თხოვნა აჭარაში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისახალხო სკოლების ინსპექტორის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შესახებ ისაუბრეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ოზურგეთის წიგნის მაღაზია „იმედისთვის“ კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგეობამ მაღაზიას ათი თუმნის ოდენობის კრედიტი გამოუყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფლის ხელმოკლე გლეხთა შორის გაზეთებისა და წიგნების უფასოდ გამავრცელებელი ჯგუფის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 22 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის თხოვნა ვლადიკავკაზის სკოლის დატოვებისა და საქმეების სხვისთვის გადაცემის შესახებ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 22 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიკავკაზის სკოლის უმცროს მასწავლებლად დროებით ნ. დიმიტრის ძე ყაზბეგი დაინიშნა.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლაში სწავლა დაიწყო 20 აგვისტოს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 16 აგვისტოს მარჯორი უორდროპი სანქტ-პეტერბურგში მდებარე ბრიტანეთის საკონსულოდან ილია ჭავჭავაძეს, ძმის, ბრიტანეთის კონსულის, ოლივერ უორდროპის სახელით წერილს სწერდა და სადილად ეპატიჟებოდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ყვარლის მამასახლის, სპირიდონ ჭიბოშვილის წერილი მდ. დურუჯის ადიდებით სოფლისთვის მიყენებული ზარალის შესახებ, იგი სთხოვდა, თავი არ დაეზოგა საკუთარი მხარისთვის და ხელისუფლებისთვის შეეხსენებინა მდ. დურუჯის საქმე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუისის სამკითხველოს გამგის თხოვნა პატარა სახალხო ბროშურებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს ვლადიკავკაზის სკოლის საზოგადოების წლიური კრების ოქმების შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის პირველიდან 25 ივლისამდე საზოგადოებაში შევიდა 1452. 92 მანეთი და დაიხარჯა – 511. 80.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყვარლის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასე რაჭველის თხოვნა გელათის გრანიტის ქვის კარზე მომუშავეებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა პირველი ბიბლიოთეკის ფულით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უფის გუბერნიაში გადასახლებული მელიტონ მელაძის თხოვნა რამდენიმე წიგნის უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.