რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ქორეთის სკოლის მასწავლებელი იასონ კაველაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ 16 მოსწავლიდან თითქმის ყველა ღარიბი იყო და უჭირდა სასწავლო ნივთების ყიდვა. სიღარიბე იყო მთავარი მიზეზი, რომ ხალხს სკოლაში არ შეჰყავდა მოსწავლეები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სხვავის სკოლისთვის სთხოვდა შემდეგ სახელმძღვანელო წიგნებს: ჯუღელის „სასწავლო წერის დედანი“, არითმეტიკული კრებულები, ლოცვების სასწავლო წიგნი, ასევე შემდეგ ნივთებს: სახატავი რვეულები, მოძრავი ანბანი ქართული და რუსული ენებისა, სურათები ისტორიის სასწავლებლად და ახალი ქართული წიგნები, რამდენის საშუალებაც იქნებოდა, თუნდაც 72 წელს გამოცემული.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენებს, რომ სოფელ სხვავის სკოლაში იმდენად ღარიბი მოსწავლეები არ იყვნენ, რომ ვერ შეეძინათ დამოუკიდებლად სასწავლო ნივთები, თუკი სკოლაში გასაყიდად იქნებოდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ამბროლაურის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი კანდელაკს კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ შესავსებად გაუგზავნა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის დეკემბერში სოფელ ამბროლაურის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: „როდნოე სლოვო“ I ნაწილი, „დედაენა“, დაფები, გრიფელები, კალმები, მელანი და რუსული პროპისი. ღარიბ მოსწავლეთათვის გამგეობას უნდა გამოეგზავნა ყველაფერი 10-10 ეგზემპლარი, მხოლოდ რუსული წერის დედანი (შემდგენელი გლავინსკი) – 2 ეგზემპლარი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ღების სკოლის მასწავლებელ სპირიდონ პეტრეს ძე გავაშელიშვილს კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ შესავსებად გაუგზავნა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელი სპირიდონ გავაშელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ ღების სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის ყველაზე მეტად საჭიროა: იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ – 17 ეგზემპლარი და უშინსკის „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 26 ეგზემპლარი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ბარის სკოლის მასწავლებელ ათანასე გაგუას კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ შესავსებად გაუგზავნა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 4 დეკემბერს სოფელ ბარის სკოლის მასწავლებელმა ათანასე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ძალიან სჭირდებოდა 3 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი და საწერი ნივთები: გრიფილი, დაფა, საწერი ქაღალდი, რადგან ამ ნივთების უქონლობის გამო მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელ ივლიანე ჭეიშვილს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის აგვისტოში მასწავლებელმა ივლიანე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ნაესაკაოს სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო 20 ცალი „დედა ენა“, 10 – „ბუნების კარი“, 20 – „წერის დედანი“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ვაქირისა და ანაგის სკოლის მასწავლებელს, დავით ბაზიეროვს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ონისიმე ძოწენიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენა, რომ იმჟამად ძველი სასწავლო პროგრამა იცვლებოდა და ელოდნენ ახალს, ამიტომ არ იცოდა, რამდენი წიგნი და სასწავლო ნივთი იქნებოდა მომავალი წლისთვის საჭირო. განაცხადს ის დაწვრილებით წარმოუდგენდა ახალ სასწავლო პროგრამის მიღების შემდეგ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მარტში მიიღო სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება. ასევე მიიღო საკითხავი წიგნები, რომლებიც აღრიცხა ბიბლიოთეკის კატალოგში, როგორც საზოგადოებისგან შემოწირული.