ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეპყრობილი თედო სახოკია მაისამდე ციხეში იმყოფებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში პოლიციის უფროსმა მარტინოვმა და ბოქაულის თანაშემწე მონასტირსკიმ მიიღეს საიდუმლო ცნობა იმის შესახებ, რომ დუშეთის ხაზინა გაქურდეს ნოვობაიაზეთის პოლკის კაპიტნის, იოსებ გედევანიშვილისა და კავკასიის მსროლელთა მეოთხე ბატალიონის პორუჩიკის, ვლადიმერ ცაგარლის ხელმძღვანელობით.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძემ საგურამოში წერილი გაუგზავნა მოურავ მოსე მემარნიშვილს და გლეხებთან წინდახედულად მოქცევა სთხოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში ესტუმრა, სახელმწიფო საბჭოზე წარმოსათქმელად დაწერილი სიტყვა წააკითხა, რომლითაც საქართველოს ავტონომიას ითხოვდა და აზრი ჰკითხა. მასპინძელმა არ ურჩია ასეთი მოხსენებით გამოსვლა, რადგან ამას შედეგად მხოლოდ მომხსენებლის კარიერის გაიფუჭება მოჰყვებოდა. ილია ცდას მაინც აპირებდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სამზრუნველო კომიტეტის წარმომადგენელებმა მოხსენება გააკეთეს ამავე სკოლების მდგომარეობის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობთ გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უდის ბიბლიოთეკის გამგის, ივანე მერაბიშვილის თხოვნა ჩუბინაშვილის ლექსიკონის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების განცხადება ფულის გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მას სამოცი თუმანი გაუგზავნა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 20 აპრილამდე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, პეტრე ტრუბეცკოის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევისთვის თელავის თავად-აზნაურთა სახელით დეპეშით მადლობა გადაუხადა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 19 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 16 აპრილს მარჯორი უორდროპმა ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა წერილით მიულოცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს ავლაბარში საიდუმლო სტამბის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია თავს დაესხა გაზეთის „ელვა“ რედაქციას, სადაც იმყოფებოდნენ გაზეთის გამომცემელი ბოლშევიკები და მენშევიკები. რედაქციაში ამ დროს იმყოფებოდა თევდორე კიკვაძეც.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმის დროს თევდორე კიკვაძემ პირველმა შეამჩნია რედაქციის კარში ხიშტიანი რუსი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძემ რედაქციაში შემოჭრილი ხიშტიანი პოლიციელის დანახვისთანავე შეატყობინა ეს ფაქტი ფილიპე მახარაძეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე თავდასხმისას პოლიციამ გაჩხრიკა შენობა, თუმცა თანამშრომლები არ დაუპატიმრებია. ჩხრეკას თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძეს ჩამოართვეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას გენერალ გრიაზნოვის მკვლელის, ჯორჯიაშვილის მამისთვის ფულადი დახმარება ჰქონდა მიცემული.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძისთვის ჩამორთმეული დოკუმენტი მას კატორღაში გაგზავნას უქადდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს გაზეთ „ელვის“ ჩხრეკამ, რომელსაც თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა, საღამოს 5 საათამდე გასტანა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ ჩხრეკის შემდეგ, რომელსაც თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა, რედაქციაში მყოფები ორ ჯგუფად დაყვეს. 80 კაცი, მთელი დღის მანძილზე რედაქციაში შემოსულები, საპოლიციო უბანში გაგზავნეს, ხოლო რედაქციის თანამშრომლები და გარეშე საეჭვო პირები მეტეხის ციხეში გადაიყვანეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 15 აპრილს, როცა თბილისში თევდორე კიკვაძის ხელშეწყობით გამოდიოდა გაზეთი „ელვა“, ავლაბარში პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო სტამბა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 13 აპრილს მცხეთაში ჩასულმა იოსებ გედევანიშვილმა და ლადო ცაგარელმა დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფული, რომელიც გედევანიშვილის სახლში იყო დამალული, ცაგარელმა ჩემოდნით თბილისში წაიღო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი ძალისიდან მცხეთაში ჩავიდა, იქიდან კი მატარებლით –თბილისში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილმა ძალისიდან დუშეთში პოლკის უფროსს მისწერა, რომ შეიტყო ხაზინის გაძარცვის ამბავი და რამდენიმე ჯარისკაცით სამხედრო გზის დასათვალიერებლად მიდიოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი თავის ასეულთან ერთად ძალისში იმყოფებოდა. იქ შეატყობინეს დუშეთის ხაზინის გაძარცვის ამბავი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს დუშეთის ხაზინის გაძარცვის შემდეგ ივანე და ილია თაქთაქიშვილები, ლეო მათეს ძე კერესელიძე, კორნელი კასრაძე, კოლა ალავიძე, დათუნაშვილი და ვიქტორ ყიფიანი მცხეთაში ჩავიდნენ და ფული იოსებ გედევანიშვილის სახლში დამალეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილის ღამეს იოსებ გედევანიშვილმა თბილისიდან მცხეთაში წაიყვანა კავკასიის მსროლელთა მეოთხე ბატალიონის ოფიცერი ლადო ცაგარელი.