ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელ სპირიდონ ბრეგვაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ჭოღის სკოლის მასწავლებელ სოფრომ ხომერიკს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება N6 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ არასდროს მიუღია სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სპირიდონ ბრეგვაძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ჩხირაულის სკოლაში სწავლობდა 13 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 7 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ლანჩხუთის სკოლის მასწავლებელ სპირიდონ კვირკველიას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს ლანჩხუთის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგი სპირიდონ კვირკველია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სჭირდებოდათ „დედაენა“ 29 ეგზემპლარი, დედანი − 40, „ბუნების კარი“ − 7, ასპიდის ფიცარი − 24, ფანქარი − 49, გრიფილი − 58 ცალი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ბაჯის სასწავლებლის პედაგოგ ე. ბოჭორიშვილს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ე. ბოჭორიშვილის ცნობით, 1881 წლის 24 ნოემბრისთვის სოფელ ბაჯის სასწავლებელში სწავლობდა 40 მოსწავლე ვაჟი, მათგან 6 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ აბარის სკოლის მასწავლებელ ერასტი გაბიჩვაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფ. ბაჯის სასწავლებლის პედაგოგმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბი მოსწავლეებისთვის უფასოდ დასარიგებლად არ მიუღია.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ მუხრანის სკოლის მასწავლებელ ივანე გძელიძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ივანე გძელიძის ცნობით, 1881 წლის 2 დეკემბრისთვის სოფელ მუხრანის სკოლაში სწავლობდა 39 მოსწავლე ვაჟი, მათგან 23 სომეხი იყო, ხოლო 16 – ქართველი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მუხრანის სკოლის მასწავლებელმა ივანე გრიგოლის ძე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1-ლ თებერვალს მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ეწრის სკოლის მასწავლებელ სპირიდონ კოხრეიძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ კითხვარი გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა სამსონ მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის 5 თებერვალს სოფელ ჭაგნის სკოლისთვის მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა უფასოდ ღარიბ მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სამსონ მიქელაძის ცნობით, 1881 წლის 3 დეკემბრისთვის სოფელ ჭაგნის სკოლაში სწავლობდა 75 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი. მათგან 35 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს მიუღია.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელ მაქსიმე შენგელაიას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საჯიქაოს სკოლას სჭირდებოდა: 15 ცალი „დედა ენა“, 10 „როდნოე სლოვო“ და 25 ანთიმოზ ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 დეკემბერს სოფელ ბარის სკოლის მასწავლებელმა ათანასე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 2-ჯერ მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო ხარჯი, სულ 77. 80 მანეთი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მხოლოდ ერთხელ, ივნისში მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნიკიფორე ბოჭორიშვილის ცნობით, 1881 წლის 20 ნოემბრისთვის სოფელ ბაღდათის სკოლაში სწავლობდა 30 მოსწავლე ვაჟი და 16 ქალი, მათგან 16 ღარიბი იყო.