ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისს მასწავლებელმა პეტრე მესხმა სოფელ ნაკურალეშის სკოლის მოსწავლეთათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 7 ცალი „ბუნების კარი“ მიიღო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისს მასწავლებელმა პეტრე სიმონის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნაკურალეშის სკოლაში ახალშემოსულ მოსწავლეებს სჭირდებოდათ „დედა ენა“. მან ვერ იშოვა ქუთაისის წიგნის მაღაზიაში და ამიტომ გამგეობას სთხოვდა 15 ეგზემპლარის გამოგზავნას, რომლის ღირებულებასაც გადაიხდიდა მოთხოვნისთანავე, სხვა წიგნების მიღების შემდეგ, რომელთაც ელოდებოდა ერთი თვის განმავლობაში. „დედა ენის“ მიღებამდე ახალშემოსული შეგირდები ძველი მოსწავლეებისგან ნათხოვი წიგნებით ისწავლიდნენ და შემდეგ დაუბრუნებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ქართული ანდაზები, „ამბები ყრმათათვის“, „ალი“, „პატარა ბიბლიოთეკა“, „ზაფხული“, სახელმძღვანელო ლოცვები, „იგავ-არაკნი“ (საზოგადოების გამოცემა), „იგავ-არაკნი“ (ჩარკვიანის გამოცემა), სტეფენსონის „რკინიგზის შემომღები“, „დარიგება მასწავლებელთათვის“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ მთავრიშვილმა მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას აცნობა, რომ გამგეობა ახუთის საზოგადოების თხოვნას სკოლის აშენების შესახებ ვერ დააკმაყოფილებდა. საზოგადოება ასეთ შემწეობას მხოლოდ თავის უწყებაში მყოფ სკოლებს აძლევდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 6 მაისს ბესარიონ ჭილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო მარტის, აპრილისა და მაისის ჯამაგირი – 75 მანეთი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 14 მარტს სოფელ თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს აცნობა, რომ პირველი იანვრიდან სკოლა ქართულ საყმაწვილო ჟურნალ „ნობათს“ მიიღებდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს სოფელ კირცხის მასწავლებელმა გიორგი ცერცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ გომის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს დაბა საჩხერის მასწავლებელმა ყარამან ჩხეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ კონდოლის მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელმა იასონ კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდადის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 29 ნოემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ჭოღის მასწავლებელმა სოფრომ ხომერიკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ახუთის სკოლის მასწავლებელმა დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის პედაგოგმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფ. ბაჯის სასწავლებლის პედაგოგმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მუხრანის სკოლის მასწავლებელმა ივანე გრიგოლის ძე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N34 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწრის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფელ წესის მასწავლებელმა ფილარეტ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს რაჭის მაზრის სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა, მღვდელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფ. მუხურის სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ იაკობის თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.