ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 14 ივლისს შუამთის მონასტერში ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოს კირიონის განკარგულებით გადაიხადეს ილია ხონელის, თავად რაფიელ ერისთავისა და მიხეილის (საბინინისა) სულის მოსახსენებელი წირვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ნიკო ნიკოლაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება ფოთში პროგიმნაზიის დაარსების გამო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი, აქედან 500 მან. ვაჭარმა ვასილ თოფურიძემ გაიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ქალაქის პროგიმნაზიის დაარსების გამო გამართულმა კრებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე, მიიღო დადგენილება, პროგიმნაზიის შენობის გეგმა ხუროთმოძღვრისათვის შეეკვეთათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ივლისს დ. ჩოხატაურში გაიხსნა ჩოხატაურის მეეტლეთა ამხანაგობის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იყო ვარდენ ქელბაქიანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთში პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი. ხ. ხუმარაძემ გაიღო 490 მან.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად ზაგორსკიმ თანხა გაიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ივლისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გამართულ თბილისის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის" წევრთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას 25 წევრი დაესწრო. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ანტონ ფურცელაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრებად აირჩიეს ი. ი. აგლაძე და სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 ივლისს სიღნაღის თვითმმართველობის კრებაზე განიხილეს აკ. გრიგორიანის წინადადება, უფლება მიეცათ, ქალაქის სასეირნო ადგილზე, გალავნის კარებიდან ტერ-სტეფანოვის ბაღამდე, საკუთარი ხარჯებით გაეშენებინა ხეივანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებამ დაადგინა, აკ. გრიგორიანს თელავის გზაზე გაეშენებინა ხეივანი, აუცილებლად დაერგო აკაციები და ცაცხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 10 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში ბათუმის ქალაქის საბჭოში არჩევნების დროს მომხდარი დარღვევის გამო ქუთაისის გუბერნიის ქალაქის საქმეთა საკრებულომ სასამართლოს გადასცა ვოლსკი და ის ხმოსნები, რომლებმაც მისი თავმჯდომარეობით მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ ივლისს თბილისის დეპუტატთა საკრებულოს დარბაზში თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, გენერალ-მაიორ საგინაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ამერ-იმერეთის თავად-აზნაურთა კომისიების სხდომა, რომელზეც საბოლოოდ შეიმუშავეს საიუბილეო დღესასწაულის პროგრამა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თელავის თვითმმართველობის რწმუნებულმა ქრისტეფორე აბრამის ძე ზარაფიშვილმა თელავის საბჭოში შეიტანა განცხადება, ითხოვდა თელავის წმ. ნინოს დედათა სასწავლებლის სამინისტრო უწყებისთვის გადაცემას და მის შენახვას მთავრობის ხარჯებით.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ივლისში ივანე ალექსის ძე ჩითახოვის მემკვიდრეთა ჩითეულის ფაბრიკის ადმინისტრაციის მიერ ფაბრიკაში გამოკრული განცხადება იუწყებოდა, რომ 26 ივლისს ფაბრიკა იხურებოდა და ყველა ხელშეკრულება მუშებთან უქმდებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 ივნისს თავადაზნაურთა წინამძღოლის, დავით მელიქიშვილის მიერ პეტერბურგიდან თბილისში გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის თანამდებობის აღმასრულებელ გენერალ-მაიორ საგინაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში ნათქვამია,რომ უმაღლესმა მთავრობამ ნება დართო საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის იუბილე გადაეხადათ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მეთაურობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის თანამდებობის აღმასრულებელი ალექსანდრე ფრეზე კოჯორში წავიდა.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 25 ივნისს ონში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ოზურგეთის მაზრის ყოფილი გამგებლის, კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაიას საქმე განიხილა. სესიას თავმჯდომარეობდა ვრასკი, ბრალმდებელი პეტრე ნიკოლოზის ძე ივანოვი იყო, ბრალდებულის დამცველი კი ქუთაისის ოლქის სასამართლოს ნაფიცი ვექილი, მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა. საქმეზე დაბარებული იყო 108 მოწმე, რომელთაგან 15 არ გამოცხადდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძე ნაძალადევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო და მის ფონდში ოქროს თუმანი შეიტანა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 ივნისს გაზეთ „არგონავტში“ „ძველი ნაცნობის“ ფსევდონიმით თბილისის სათავადაზნაურო ბანკზე კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა. ავტორი წერდა, რომ ილია ჭავჭავაძეს ვლადიმერ მიქელაძის სახით ოპონენტი გამოუჩნდა, მაგრამ მას ამ დაპირისპირების რეალურობის არ სჯეროდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ბანკში გადაუდებელი საქმის გამო საგურამოში ვერ ავიდა და გიორგი ქართველიშვილის მიერ საჩუქრად მირთმეული თევზი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 ივნისს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში გამართულ კავკასიის გამოფენის კომიტეტის სხდომაზე გამოფენის კომისარი იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი გამოვიდა წინადადებით, ხარჯთაღრიცხვის გარეშე დამატებითი ფული გამოფენის მოსაწყობად გადადებულიყო.