რეგისტრირებული ფაქტები50433
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. მე-13 მუხლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც განყოფილებები არ იყო, რწმუნებულები ადგილობრივ წევრთა საზოგადო კრებას უნდა აერჩია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება კანცელარიის მეორე მსახურის მოწვევის შესახებ, რომელსაც საწყობის გამგის განკარგულების აღსრულებაც დაევალებოდა. გამგეობამ მსახურის მიწვევა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება მაღაზიის საქმეების მოწესრიგების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. 23-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების კრებას გამგეობის წევრად 5 ან 7 პირის დანიშვნა შეეძლო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 27 აპრილს ხიდისთავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე განყოფილების გამგეობის წევრებად ირაკლი ქორიძე და ტიხონ ჭეიშვილი აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 12 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ამავე წლის 10 თებერვალს ხიდისთავში გამართულ სოფლის კრებაზე გამოითქვა საზოგადოების განყოფილების დაარსების სურვილი. მათ გამგეობას შევსებული ოქმი გაუგზავნეს და საზოგადოების ყველანაირი წესდების გაგზავნა სთხოვეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქართველ მოღვაწეთა პანთეონის კომისიის წევრებად მოეწვიათ სახელმწიფო უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, მწერალთა კავშირის, ქართველ ექიმთა საზოგადოებისა და ქართველ დრამატურგთა საზოგადოების წარმომადგენლები, პერსონალურად კი – ოლღა სოლოღაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის აგვისტოში აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელმა კოტე აბდუშელიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა აკაკის სახლში სკოლის გასახსნელად მისულ მიწათმოქმედების კომისარიატის წარმომადგენლებს და ცუდად მოიხსენია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების კავკავის განყოფილებამ გამგეობას სკოლისთვის 120 ცალი „დედა ენის“ I ნაწილი სთხოვა, 100 – II ნაწილი, 60 ცალი – „ქართველი მწერლების“ I და 40 – II ნაწილი. გამგეობამ კავკავის განყოფილების თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 აგვისტოს ივანე ელიაშვილმა მოსკოვიდან ჩამოსულ პროფესორ პოკროვსკის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი დაათვალიერებინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ გადელიამ გამგეობას გასაყიდი ნივთებიდან ყვითელი კარადა და ორკეცი დაზგა სთხოვა. ამ ნივთებში ის გამგეობას 3 მილიონ მანეთს სთავაზობდა, რომელსაც 3 კვირის მანძილზე დაფარავდა. გამგეობა დათანხმდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან ემელიანე შერმადინის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან თომა თეიმურაზის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს თევდორე კიკვაძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და ნინო ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძის მიერ დაქირავებული ბინის მეპატრონე ავალიანმა გამგეობას იმავე ბინის ერთი ოთახის გაქირავების ნებართვა სთხოვა. გამგეობამ ავალიანს მხოლო ერთ მდგმურის დაყენების ნება მისცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების წევრმა ვასილ ზაქარეიშვილმა მთავარ გამგეობას შეატყობინა, რომ ადგილობრივი განყოფილება ფაქტობრივად აღარ მოქმედებდა. მათ არჩეული ჰყავდათ გამგეობის ახალი წევრები, მაგრამ მდგომარეობა ვერ გამოსწორდა. ზაქარეიშვილმა მთავარ გამგეობას რჩევა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მაღაზიის მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო იყო საწყობის მაღაზიისგან გამოყოფა და ნარდად ვაჭრობის ცალკე წარმოება. ამისთვის უნდა აეჩიათ კომისია, რომელსაც დაევალებოდა ინსტრუქციის შედგენა. გამგეობამ ნარდად ვაჭრობის შესახებ ინსტრუქციის შედგენა პრეზიდიუმს დაავალა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დარ. მამარდაშვილმა და გიგა მატარაძემ მოხსენება წაიკითხეს ბაქოს ქართული სკოლის შენობის დაცვისა და საზოგადოების განყოფილების აღდგენის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და საპატიო წევრი დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: სარდიონ კაკულია, ივანე კეკელია, იულია კვერეხაძე, სოფიო კევლიშვილი, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალეიშვილი, ოლღა კიკალიშვილი და თამარ ვასილის ასული კარბელაშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვალერიან სიკოს ძე, ქიშვარდი საჩინოს ძე, დავით გრიგოლის ძე და რაისა სიმონის ასული ჯაფარიძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს დომენტი ზურაბის ძე ყიფიანი, კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე, მარიამ კონსტანტინეს ასული წულუკიძე, სევასტი გრიგოლის ძე ჯანელიძე და ერმილე მოსეს ძე მდგვარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გრიგოლ კირილეს ძე მეტრეველი, ვლადიმერ გაბრიელის ძე ფოფხაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი, რაჟდენ და ევსევი ფარნაოზის ძე ნიჟარაძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების წევრები იყვნენ.