რეგისტრირებული ფაქტები50433
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძე მოხსენებით გამოვიდა ილიას ძეგლის მოსავლელად და ნიაღვრით დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენის შესახებ. გამგეობამ ბურჯანაძის მოხსენება მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონების საქმე დასამუშავებლად ვექილებისთვის გადაეცათ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ იაკობ ზაქარიას ძე ლობჟანიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრად დავით ექვთიმეს ძე არევაძე აერჩიათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებს გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონების განაღდების შესახებ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ იასონ გრიგოლის ძე ჩიკვილაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილს დაახლოებით 12 000 მანეთი ვალი ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება კორექტორების გასამრჯელოს შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმი ჰონორარის შესახებ დროებით მიწვეულ კორექტორებს უნდა შეთანხმებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, შესწორებული „დედა ენის“ II ნაწილი განსახილველად სასწავლო კომიტეტისთვის წარედგინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის სახლი 145 000 მანეთად გაიყიდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე არაბიძემ გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წიგნის მაღაზიის შემოწმების შემდეგ მისი ძველ ბინაში გადატანის, ბინის მოწესრიგებისა და სექტემბრიდან მაღაზიის თავიდან გახსნის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის თანხით 85 000 მანეთის ბანკის გირავნობის ფურცელი ჰქონდათ ნაყიდი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ღოღობერიძის ანდერძის აღმსრულებლები – ექვთიმე თაყაიშვილი და ფილიპე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მათთვის 3000 მანეთის ღირებულების თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლების, პეტროგრადის საკრედიტო საზოგადეოაბის 300 მანეთის ღირებულების ობლიგაციებისა და 146 მანეთისა და 76 კაპიკის ნაღდი ფულის გაგზავნას სთხოვდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ მის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გასაყოფად (მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას შორის) დაენიშნათ მედიატორები და ფულის განაწილების საქმე მათ მინდობოდათ.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 2 მაისს ექვთიმე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გაყოფის (საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებასა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის) გადავადება შეუძლებელი იყო.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით გრიგოლ ბურჭულაძე ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ ღიღობერიძის მიერ დანატოვარი თანხის გაყოფა მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებსა შორის ნიკოლოზ ღოღობერიძის საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ მომხდარიყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 45000 მანეთი უანდერძა. ამ თანხიდან უნდა შემდგარიყო სამი ფონდი: სასტიპენდიო ფონდი, ქართული წიგნების გამოსაცემი და სწავლა განათლების გასავრცელებლად გოჩა ჯიხაიშსა (ქუთაისის მაზრა) და რგანში (შოროპნის მაზრა).
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ დასვა პირველ სექტემბრამდე დაკეტილი წიგნსაცავ-მუზეუმის მოვლა-პარტონობისა და მეთვალყურეობის გეგმის შედგენის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო კრებაზე უნდა მოეწვიათ ივანე ჯავახიშვილი, მოსე ჯანაშვილი, სერგი გორგაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და დიმიტრი უზნაძე.