ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 21 ივნისს ხონის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ (თავმჯდომარე მათე ბახტაძე, გამგეობის წევრი მიხეილ ქუთათელაძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ თანხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდში გადასარიცხად. შეწირულობის გასაღებად ბანკისა და საბჭოს საზოგადო კრების ნებართვა იყო საჭირო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ბალახანიდან აცნობებენ, რომ იაკობ მანსვეტაშვილის დავალებით ნავთობმრეწველთა კანტორიდან ერიცხებათ 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და სთხოვენ დაუდასტურონ თანხის მიღება.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გაბრიელ იოსების ძე გოკიელი ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს პავლე ალექსანდრეს ძე არდაზიანი ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის ივნისში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ფილიალებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 30 აგვისტოსთვის – ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისთვის – დაგეგმილ ძეგლის კურთხევას აფერხებდა უსახსრობა: კერძოდ, ექსპერტთა გამოანგარიშებით, ძეგლის დასრულებას 3 754 მანეთი და 85 კაპიკი სჭირდებოდა, ფონდში კი მხოლოდ 600 მანეთი იყო დარჩენილი. გამგეობა სთხოვდა შეტყობინების ადრესატებს, ორი კვირის განმავლობაში ეცნობებინათ, თუ ვინ რამდენი თანხის გაღებას შეძლებდა, რათა დროულად შესდგომოდნენ საქმეს (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი – ალ. მდივანი, გამგეობის წევრები: შიო დედაბრიშვილი, შ. მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი).

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს რაჟდენ თარხანოვი მუშაობდა სოფელ კონდოლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებულ პირველდაწყებით სასწავლებელში.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ეკატერინე ბესარიონის ასული მოსიძისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს მღვდელი ვასილ ლევანის ძე მოლოდინიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სპირიდონ ტარიელის ძე მოწონელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.