ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46026

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და ვარლამ რუხაძის სურათები.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 აპრილს გურიაში სოფ. ლესის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს სასარგებლოდ ივანე გომართელის 5-მოქმედებიანი პიესა „ქოხში“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იმედაშვილის) სტატია იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის შესახებ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნინო გამრეკელი ბაქოს თეატრალური დასის წევრი გახდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 7 მარტს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში ადგილობრივი მოსწავლეებისა და ხალხის თანდასწრებით აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ერმალოზ გიორგის ძე კევლიშვილის (კახის) სტატია „თამარის საფლავი სად არი?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაციშვილის მოთხრობა „სამშობლოს გარეშე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის წერილი „კიდევ ერთი მიზეზი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 20 თებერვალს ბალარაჯაში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ქუთაისის დასმა იუზა ზარდალიშვილი 23 მარტს „ჰამლეტში“ და 25 მარტს „ყაჩაღებში“ სათამაშოდ მიიწვია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 მარტს დომინიკა ერისთავი-მდივნის თავმჯდომარეობით ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების კრება გაიმართა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამომცემლობამ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო წიგნი „ოჯახის ბურჯი“ დაბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის ლექსი, მიძღვნილი იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის ხსოვნისადმი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გედევანის ძე გომართელის სტატია იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჩხიკვაძის წერილის „კომპოზიტორი პ. ი. ჩაიკოვსკი“ IV ნაწილი.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 მაისს თბილისში პოეტი იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი გარდაიცვალა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის პირველი ლექსი „გუბე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ფილიპე ბუჭუას ძე მგელაძის (რუშაველის) თხზულება „მუხის ნაამბობი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის მოთხრობა „მემკვიდრეობა“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილს სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი 1873 წელს სოფელ ბოდბისხევში დაიბადა.

1887

ტიპი: განათლება

1887-91 წლებში იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის ლექსი „სად ხარ, ახლა, ქრისტევ, სად ხარ?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „შუაღამისას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავას სტატია „ქართული ისტორიის ოქროს ხანის მწერლობა“.