რეგისტრირებული ფაქტები50721
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: ვ. რუხაძე, ს. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა , პ. იაშვილი, დ.შენგელაია, კ. ლორთქიფანიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. თავაძე, ვ. ბარნოვი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 თებერვალს თბილისში გოგიტა ფაღავას დაპატიმრების დროს მის ბინაში აღმოაჩინეს ნოე ხომერიკის საბუთები და წერილები, მათ შორის მიმოწერა უცხოელ მენშევიკებსა და ჩოლოყაშვილის ბანდასთან, ასევე სხვა შიფრიანი ხელნაწერები.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 1 მარტს კავთისხევის სასწავლებლის მზრუნველებმა თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ 10 თუმნით დახმარებას. განცხადებას ხელს აწერდნენ იოსებ ცხოველაძე, ივანე ლუკას ძე თარხნიშვილი, დავით იორამის ძე თარხნიშვილი, ნინიკა მორჩილაძე და მოსე აღაპიშვილი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის მფლობელობაში შემავალი 286 დესეტინა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: სახლისთვის განკუთვნილი – 1,5 დესეტინა, სახნავი და საძოვარი – 141,5 დესეტინა, საბოსტნე – 4 დესეტინა, ტყე – 113 დესეტინა, სავენახე – 107 დესეტინა, უვარგისი – 9 დესეტინა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, საგურამოს მამული 1891 წელს ბანკის დამფასებელს 43 828 მანეთად შეუფასებია, ბანკის გამგეობას კი – 40 000 მანეთად. მარტო სახლის აშენება 20 000 მანეთზე მეტი დაჯდომია ილია ჭავჭავაძეს: ქვითკირის სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე 3 ოთახი იყო, მეორეზე – 4, მესამეზე – 2; სახლს სამი აივანი ეკრა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1910 წელს საგურამოს მამულის ვალი 11 900 მანეთი იყო. აქედან ილიას ფონდის დავალიანება 6 000 მანეთს შეადგენდა (6 %-იანი სარგებლით), აზოვის ბანკისა – 2 000 მანეთს (8 %-იანი სარგებლით), თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისა – 2 000-ს, სახელმწიფო ბანკისა – 1 400-ს (5,5 %-იანი სარგებლით) და ა. თ. ფრიდონოვისა – 500 მანეთს (ჯერ არ იყო სარგებლის რაოდენობა მევალისგან დათქმული).
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ შედგენილი ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ანგარიშის თანახმად, გეგმის ასლის გადაღებისთვის ო. ფანიევს 15 მანეთი გადაუხადეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ალექსანდრე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა საგურამოს მამულის 1910 წლის ანგარიში, რომელშიც აღნიშნა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას მეურვე თ. გ. ერისთავისთვის მისაცემი ვალი: იჯარის ხარჯი 200 მან. გზისა – 10 მან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო, საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისს 12 ოქტომბრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში მის მიერ შემოთავაზებული ორი პუნქტის შეცვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ავჭალის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები: ნიაღვრისგან დაზიანებული სახლის შეკეთება ბანკში შესატან საპროცენტო თანხასა და გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ას თუმანზე გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ამას დაემატებოდა სახლის შესანახად საჭირო ყოველწლიური ოცი თუმანი მაინც, 6000 მანეთი კი ისევ ვალად რჩებოდა. ალექსანდრე ყიფშიძის აზრით, „საზოგადოება" მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა ილიასეული სახლის შენარჩუნებას – თუ ვინმე შეძლებული კაცი გამოჩნდებოდა ან მთელი ერი იკისრებდა ვალის მთლიანად გასტუმრებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წლიური შემოსავლიდან ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების მომწყობი სექციისთვის გადადებული 3240 მანეთიდან დაიხარჯა – 2855. 85 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ფოთის განყოფილებამ 4 სხდომა გამართა და 6 საქმე განიხილა. განყოფილებას 460 წევრი ჰყავდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წლიური შემოსავლიდან სამუზეუმო სექციისთვის გადადებული 3530 მანეთიდან დაიხარჯა – 2893. 54.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბორჯომის განყოფილებამ 5 სხდომა გამართა და 23 საქმე განიხილა. განყოფილებას 93 წევრი ჰყავდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ხაშმის განყოფილების შემოსავალი 159. 30 მანეთი იყო, გასავალი – 108. 30 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სამურზაყანოს განყოფილების შემოსავალი 2488. 78 მანეთი იყო, გასავალი – 1065. 72 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ხაშმის განყოფილებამ 2 სხდომა გამართა და 3 საქმე განიხილა. განყოფილებას 82 წევრი ჰყავდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ოზურგეთის განყოფილების შემოსავალი 606. 01 მანეთი იყო, გასავალი – 383. 11 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წლიური შემოსავლის დარჩენილი ნაშთიდან 3048. 24 მანეთი სათადარიგო თანხას დაემატა, 27434. 21 – სახარჯოს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 5702. 32 მანეთი იყო, გასავალი – 953. 10 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში რუსეთის სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებაზე რუსული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ: დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო სამხედრო მოქმედება; რუსეთის რესპუბლიკას გაეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული საქართველოს ტერიტორიები და ხელი შეეწყო გარეშე მტრების შემოსევებისგან დასაცავად რევოლუციური კომიტეტის ჯარისკაცების ბათუმის ოლქში განლაგებისთვის.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია ალექსის ძე ხუნწარია, ანდრია დიმიტრის ძე ხოფერია, ნიკოლოზ დავითის ძე ხოფერია, აკაკი ხარბედია, დიონისე ხორავა, გიორგი (გუგუტა) ივლიანეს ძე ხოფერია, პისტი დიმიტრის ასული ჯინორიძე და ისიდორე ჯოლოგუა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ იმ წელს საზოგადოებამ დაიწყო ფიზიკის, „დედა ენის“ (I ნაწილი), კრილოვის არაკებისა და „ალის“ ბეჭდვა, რასაც ერთი წლის განმავლობაში 144498.67 მანეთი დასჭირდა.