რეგისტრირებული ფაქტები46901
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენება ქ. მაინცში საერთაშორისო საბეჭდი ანბანებისა და მანქანების გამოფენაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. მომხსენებელსა და გრიგოლ ყიფშიძეს მიენდოთ ამ საკითხზე მოსაზრებების წარდგენა გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მოისმინა კიევის მიტროპოლიტ იოანიკეს სამადლობელი ტელეგრამა მისი 50 წლის იუბილეს მილოცვასთან დაკავშირებით. გამგეობის დადგენილებით, ტელეგრამა საქმეებში უნდა შეენახათ. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა ხელთუბნის სკოლის შეგირდებისგან გამოგზავნილ ხელნაკეთი ნივთების (48 ცალი) შესახებ და დაადგინა, შეენახათ სალაროში გამგეობის საგანგებო განკარგულებამდე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე ეცნობებინათ მიღებული წესით თერგის სახალხო სკოლების დირექციის, კავკავის სკოლის ინსპექტორისა და სამზრუნველო კომიტეტისთვის. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, მიეწერათ აბელ იაშვილისთვის, რომ მას გამგეობისთვის ეცნობებინა, თუ რა დახმარება შეეძლო ქალაქ დუშეთს სახალხო ბიბლიოთეკისთვის და რამდენი დასჭირდებოდა საზოგადოებისგან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1899 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელშეკრულება დადო სტეფანე მიხაილოვთან, რომ ის ილიას დაფინანსებით ააწყობდა წისქვილს.
1899
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1899 წლის 12 ნოემბერს ბარონმა დე ბაიმ ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „კავკასიის ქედის ჩრდილოეთით“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა საქალებო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დარია ჯავახიშვილის თხოვნა და ჩარიცხა კანდიდატად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გრიგოლ ვოლსკის თხოვნით აღეძრათ შუამდგომლობა ბათუმის საბჭოს წინაშე ქ. შ. წ. კ. გ. ს. ბათუმის სკოლის დახმარების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ გაზეთ „ივერიის“ რედაქციისთვის უნდა მიეცათ ახალციხისა და უდის ბიბლიოთეკებში გაგზავნილი გაზეთების თანხა – 10 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 16 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა განათებისთვის 2 მან. 55 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორქაშვილს მიეცა ნოემბრის ხელფასი 15 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ რეტუშორ ავალიშვილს მიეცა ოქტომბრის ხელფასი – 10 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცელიძეს მიეცა საორგანიზაციო ხარჯისთვის 80 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხა, სულ 26 მანეთის ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 128 მან. 3 კაპ. ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-9 ნოემბრის შემოსავალი იყო 239 მან. 95 კაპ., ხარჯი – 1007 მან. 6 კაპ. 9 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა სულ 19182 მან. 31 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ივანე აბაშიძე და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ხელახლა განიხილა იაკობ გოგებაშვილის თხოვნა „კოკორის“ მე-12 გამოცემაში 240 მან. ერთიანად მიცემის შესახებ და დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე აბაშიძე.