ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას, რომელმაც ერთი თუმნის ღირებულების წიგნები შესწირა ციხის წიგნთსაცავს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა დავით სარაჯიშვილს მეტეხის წიგნთსაცავისათვის სამი წლის გაზეთ „მოამბის"გადაცემის გამო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა იოსებ იმედაშვილს მეტეხის წიგნთსაცავისათვის 5 მანეთის წიგნების გადაცემის გამო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა წიგნების გამომცემელ ქუთაისის ამხანაგობას მეტეხის წიგნთსაცავისათვის წიგნების გადაცემის გამო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა შიო არაგვისპირელს თავისი ორი თხზულების მეტეხის წიგნთსაცავისათვის გადაცემის გამო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ფოთის მოურავად ერთხმად აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დამსახურებული მასწავლებელი ვ. პ. ბაბანსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: მღვდლებს სამსონ დარჩიასა და გიორგი ჩხარტიშვილს, ასევე სილიბისტრო დარჩიასა და ელისაბედ დარჩიას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გამოუცხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: იოსებ ჩხარტიშვილს, ნიკოლოზ ჩხარტიშვილს, მახო ჩხარტიშვილს, ებე ბილიხოძეს.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს ევგენი გეგეჭკორი სასწავლებლად მოსკოვის უნივერსიტეტში წავიდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში"მღვდელმა რაჟდენ ჭალაგანიძემ და პეტრე სიმონის ძე ჭალაგანიძემ გამოაქვეყნეს ცნობა, რომ ქეთევან ტატიშვილისამ და ოლღა გიორგის ასულმა ხოფერიამ ევგენი გეგეჭკორისთვის გადასაცემად 79 მანეთი შეაგროვეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ემილიანე ღოღობერიძემ სოფელ ჯიხაიშის მათავარანგელოზის ეკლესიის შესაკეთებელი თანხა შეაგროვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: გიორგი ბილიხოძეს, ივანე დარჩიას, მარკოზ ჩხარტიშვილს, ელისაბედ ბილიხოძეს, სოფიო გოგუას, ფაქიზო მითაიშვილს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ჯიხაიშის მათავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიის შესაკეთებლად თანხის შემომწირველებს: კონსტანტინე ტაბიძეს, დავით მაისურაძეს, იასონ ჭიჭინაძეს, გიორგი გოცირიძეს, სიმონ ყიფიანს, ემილიანე ღოღობერიძეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: აღათი ჩხარტიშვილისას, იაკობ რუსიძეს, ალექსანდრე დარჩიას, ჯარისმან დოლიძეს, იესე ჩხარტიშვილს, ანტონ დარჩიას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველთ: გაბრიელ ჩხარტიშვილს, მართა ბაჯელიძისას, ილარიონ როყვას, სერაფიონ ჩხარტიშვილს, ეკა ღლონტს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დეპუტაცია გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით პეტერბურგში გაემგზავრა, რათა სამინისტროს წინაშე ეშუამდგომლა ბანკის წესდების ზოგიერთი მუხლების შეცვლის თაობაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველებს: ნიკოლოზ ჩხარტიშვილს, ბესო ჩხარტიშვილს, ილარიონ გოგუას, ალმასხან ჩავლეიშვილს, ვარდო დარჩიას, ივანე ბილიხოძეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გამოუცხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველებს: ივლიტე მექვაბიშვილისას, ნესტან ჩხარტიშვილს, ეკა ჩხარტიშვილს, იასონ ჩხარტიშვილს, თეო ჩხარტიშვილს, ელისო გოგუას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველებს: სპირიდონ ბილიხოძეს, ამბაკო ჩხარტიშვილს, არსენ ჩხარტიშვილს, პორფირე დოლიძეს, იოსებ მექვაბიშვილს, სამოელ დარჩიას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველთ: გიორგი ტუღუშს, სოფიო ჩხარტიშვილს, ნიკოლოზ გოგუას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილმა ბრაზილიიდან ჭიათურაში გაგზავნა ცნობა, რომ დაათვალიერა იქაური მარგანეცის მადნები და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრაზილიისა და ჭიათურის მრეწველთა გაერთიანების შესახებ.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1902 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს პარიზში მოღვაწე თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა გაზეთის „საქართველო“ ბეჭდვა დაიწყეს. ამ საქმისათვის დაქირავებული ცნობილი ასოთჩამომსხმელის მიერ დამზადებულ შრიფტს შემდგომში „პარიზის“ შრიფტი დაერქვა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გიროგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე პარიზში გაემგზავრნენ.