ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: აკაკი ტოტის ძე ზესაშვილმა, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილმა, ოლღა ივანეს ასულმა თათარიშვილმა, გრიგოლ ბახვას ძე თევზაიამ, ერასტო სპირიდონის ძე თოდუამ, გიორგი ხახუს ძე თოფურიძემ, ნიკოლოზ ლაზარეს ძე თუთბერიძემ, ალფეზ ნიკოლოზის ძე თულაძემ, ილია იოაკიმის ძე იაკიმიდმა და აბესალომ იობიძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ბარნაბა დიმიტრის ძე ლაბარტყავამ, პოლიხრონ ივანეს ძე მავროპულმა, იულონ ექვთიმეს ძე მეგრელიშვილმა, ბეგლარ ბიჭიას ძე მიქაძემ, გრიგოლ ანდრიას ძე მიქაძემ, ნინო გიორგის ასულმა მიქელაძემ, მაქსიმე ჯარუას ძე მისაბიშვილმა, სევერიან ივანეს ძე მუსერიძემ, ბესარიონ გრიგორის ძე მხეიძემ და ვლადიმერ ივანეს ძე მხეიძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ბართლომე ბესარიონის ძე ნადარეიშვილმა, დავით დიმიტრის ძე ჟვანიამ, ოლღა სალაყაიამ, აგრაფინა საბას ასულმა სანიკიძემ, ზინაიდა ივანეს ასულმა სანოვმა, იონა ფილიპეს ძე სირიამ, სილიბისტრო ლუკას ძე ტყაბლაძემ, ფეოდოსია დარისმანის ასულმა ტუღუშმა, გიორგი სოლომონის ძე ფაჩულიამ და ივანე ფარცვანიამ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა საზოგადო კრების გასარჩევ საკითხთა სია, რომელსაც ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ოლღა ხოფერია, მდივანი გიორგი გამზარდია და წევრი სოფიო არჩაია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტით განყოფილებას საანგარიშო წელს ჰყავდა 71 ნამდვილი წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მისი ამხანაგი − ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, გამგეობის მდივანი − ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ხაზინადარი − ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მეორე ნახევარში საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: რაჟდენ გიორგის ძე ბუსკაძემ, აკაკი ალექსის ძე გაგუამ, კლავდია ლუარსაბის ასულმა გაბუნიამ, მილტიადი გიორგის ასულმა გაბუნიამ, ელენე ლუკას ასულმა გოგოლაშვილმა, ელენე სიმონის ასულმა გეგენავამ, დიონისე გოგინავამ, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე გოლუბევმა, რომანოზ პეტრეს ძე დანელიამ და თეოფილე გიგოს ძე დოლიძემ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას სთხოვა, შეეტყობინებინათ, რა წესით უნდა გაეხსნათ მომავალში ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის მუშაობის ანგარიში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი განყოფილების ყოველი ქმედება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 24 მაისს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება. მისი თავმჯდომარე ოლღა გიორგის ასული ხოფერია იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ოლღა გიორგის ასული ხოფერია იყო, მთავარ გამგეობას იმავე წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი, კოლა ყალაბეგაშვილი, მღვდელი იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი, ნანა ივანეს ასული ჩიტოშვილისა, ლევან სონღულაშვილი, ანეტა დიმიტრის ასული ანდრონიკაშვილი და ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს სოფელ ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წევრობის მსურველი 32 პირი მიეღოთ და განყოფილების დაარსების ნება მიეცათ. წერილს ხელს აწერენ ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა დროებითი გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებაზე სამკითხველოს საკითხი განიხილეს. აირჩიეს კომისია, რომლის წევრებიც კოლა ყალაბეგაშვილი, ლევან სონღულაშვილი და ბესო ფურცელაძე იყვნენ. მათ სამკითხველოსთვის ბინის პოვნა და მოწყობა დაევალათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებაზე საწევროს შეტანის საკითხი განიხილეს. გადაწყვიტეს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაში ოცდათორმეტი მანეთი შეეტანათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ივლისს სოფელ ვეჯინში გამართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელთა კრებაზე განიხილეს უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსა და დროებითი გამგეობის არჩევის საკითხი. კრების თავმჯდომარედ აირჩეს გიორგი ივანეს ძე უსეინაშვილი, მდივნად კი – კოლა ყალაბეგაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ივლისს სოფელ ვეჯინში უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელთა კრებაზე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილმა მოხსენება გააკეთა. მან სამკითხველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 იანვარს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას შემოსავალ-გასავლის ანგარიში და მთლიანი შემოსავლის ათი პროცენტი, 96 მანეთი და 72 კაპიკი გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 თებერვალს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 16 თებერვალს წევრთა საერთო კრება და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნა იყო დაგეგმილი. გამგეობას განსახილველი საკითხების დამტკიცება სთხოვეს. ანგარიშს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 იანვარს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ განყოფილების უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარებოდა. თხოვნას ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციის მიხედვით, აგენტს სოფლის მოსახლეობისთვის უნდა ჩაეგონებინა, რომ საზოგადოების სახელზე სკოლები დაეარსებინათ.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ვ. გ. თულაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ლ. ი. მაღალაშვილი, დავით ერისთავი და ნ. პ. ქანანოვი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მამაცაშვილი, ხოლო მოადგილე – იაკობ გოგებაშვილი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ გ. რ. ერისთავი აირჩიეს.