რეგისტრირებული ფაქტები51365
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გამოაგზავნიდა საზოგადო კრებაზე დასასწრებად თავის წარმომადგენელს, შეფერხების შემთხვევაში კი – დაწვრილებით ახსნა-განმარტებით ბარათს. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის 20%, კერძოდ, 80 მან. 80 კაპ. ამასთანავე გუდაუთის განყოფილების გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას, დაედასტურებინა ფულის მიღება. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წერილი, რომელსაც თან დაურთო განყოფილების 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 4 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გუდაუთის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა შესაფერისი ბლანკები წლის ანგარიშის წარსადგენად. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 4 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გუდაუთის განყოფილების გამგეობას სთხოვა 1913 წლის ანგარიშისა და შემოსავლის 20%-ის გამოგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო წელს განყოფილებას ჰყავდა 30 წევრი. დოკუმენტს ხელი მოაწერა გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილმა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არც ერთი საზოგადო კრება. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: იროდიონ დიმიტრის ძე ჩხიკვაძე, იასონ გიორგის ძე გვაზავა და დავით თომას ძე ზენაიშვილი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სკოლა და ბიბლიოთეკა. დოკუმენტს ხელი მოაწერა გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, დიმიტრი ნადარეიშვილმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთელმა ქართველებმა საჭიროდ სცნეს დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა, რაც დაეხმარებოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა შვილებს თავისი დედა ენის შეთვისებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
ანანია ანდრიას ძე სტურუა პირველად დააკავეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ და იჯდა საპყრობილეში 2 დღე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლიდან ანანია ანდრიას ძე სტურუა სამტრედიის სამხედრო დანაყოფში (მენშევიკების არმია) მსახურობდა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს 1924 წლის 13 იანვრამდე ბრალი არ ჰქონდა წაყენებული.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძის პირადი საქმის მიხედვით, ის უპარტიო იყო.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ანტისაბჭოური საქმიანობის გამო მიესაჯა 3 წლით გადასახლება.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წლის 5 მაისს დაკავებული ანანია ანდრიას ძე სტურუა ცხოვრობდა თბილისში, ვოროშილოვის ქ. N29-ში.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლიდან არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი მუშაობდა წერილების დამტარებლად. 2 თვე მსახურობდა მეფის არმიაში ჯარისკაცად, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ზეინკლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გუდაუთელ ქართველთა თხოვნა-პროტოკოლი სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, დაეჩქარებინა დაბა გუდაუთაში განყოფილების გახსნის ნებართვის აღება. ეს საშუალებას მისცემდა გუდაუთელ ქართველებს, იმ წლის სექტემბერშივე გაეხსნათ გუდაუთაში სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილების გახსნის „პროტოკოლზე“ ხელისმომწერთაგან ორნი, ელენე და დიმიტრი ნადარეიშვილები სოხუმის განყოფილების წევრები იყვნენ. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.