რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვება დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ წერილი, რომელშიც ელენე ჭავჭავაძე ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნას ითხოვდა, ხელის მოსაწერად უკან გააგზავნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 24 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, სამსონ ვაშაყმაძე ოზურგეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონსტანტინე თავართქილაძეს კალენდრების შედგენისა და წიგნებზე მუშაობისთვის 100 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილს 600 მანეთი გადაუხადა, ზაქარია გრიქუროვს – 200.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წიგნის მაღაზიისა და სკოლის შემოწმება გიორგი ლასხიშვილსა და ივანე გომართელს მიანდო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკიდან დიმიტრი ბაქრაძის „მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ და ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფია“ ითხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ოლღა მირზაშვილმა თონეთის სკოლიდან შვიდ იანვრამდე შვებულება ითხოვა. მისი წინადადება დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, ღარიბი სახალხო სკოლების დასაფინანსებლად სამასწავლებლო ფონდიდან 20 თუმანი გამოეყოთ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ღარიბ სახალხო სკოლებში „ჯეჯილის“ გასაგზავნად 10 თუმანი გამოეყოთ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ცხვედაძემ ლუკა რაზიკაშვილს 5 თუმანი ასესხა. ეს თანხა მისთვის ნაშრომებში აღებული ჰონორარიდან უნდა ჩამოეჭრათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა დამატებითი ხარჯის თავიდან ასარიდებლად ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის გაგზავნაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილის მიერ 100 მანეთით დაფინანსებულ ღარიბ სახალხო სკოლებს გოგებაშვილის სახელობის სკოლის წოდება მიანიჭა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 დეკემბერს თბილისის გამგეობის დარბაზში გაიმართა ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების თანამშრომელთა და ბეჭდვითი საქმის მოღვაწეების კრება. პროექტის განხილვის შემდეგ თავმჯდომარის, ვასილ ყორღანოვის, წინადადებით კრებამ გადაწყვიტა, აერჩიათ განსაკუთრებული კომისია, რომლის წევრებიც უნდა ყოფილიყვნენ ვასილ ყორღანოვი, ბ. მიხაილოვი, ნ. ელიავა და პეტრე სურგულაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, გიორგი დეკანოზიშვილმა, ივანე გომართელმა და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, დავით ბაქრაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, კირილე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, იასონ ბაქრაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.