ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი კომერციული სასწავლებლის დასრულების შემდეგ თბილისიდან სახლში, მშობლებთან, დაბრუნებას აპირებდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილმა დაამთავრა მანველიანცის კომერციული სკოლა თბილისში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ნოე ჟორდანიამ გამგეობას განუცხადა, რომ საზოგადო კრებაზე ზოგიერთი საქმის შესახებ პასუხს გამგეობისგან მოითხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წევრებად ჩაეთვალა ის პირები, რომლებმაც ბათუმის სკოლას ფული შესწირეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა ბათუმის სკოლის შემწირველთა სია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაემტკიცებინათ კომიტეტის მიერ ახლად არჩეული წევრები: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, თავმჯდომარე – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადარი – ი. ვ. მოზდოკელი, ან ხაზინადრის კანდიდატი – ნ. თ. გუბნელოვი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ლევან ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სოფელ ჭაგნის სკოლის მასწავლებელმა პართენ ქაჯაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დახმარებოდნენ ამ სოფლის უფასო სამკითხველოს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ეპატიებინათ ვერის საკვირაო სკოლისთვის წაღებული წიგნებისა და რვეულების თანხის ნახევარი. მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 100 მანეთს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში მღვდელმა იოანე კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ ვანათის სკოლის მოწაფეთათვის რამდენიმე „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და ქართულის წერის რვეულები სთხოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, განემარტათ მისი დათხოვნის დადგენილება.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა მიხეილ კლიმიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსების (იმართებოდა თბილისში) მოსასმენად ფულადი დახმარება სთხოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში მდივანი დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეცათ მისთვის ნება ერთი თვით დასასვენებლად წასულიყო სოფელში და ამ ხნის განმავლობაში მისი თანამდებობის შესრულება მინდობოდა მის თანაშემწეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი მიხეილ ივანეს ძე გომელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, განემარტათ მისი დათხოვნის დადგენილება.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, განკარგულება გაეცათ ქუთაისში ახალ თანამდებობაზე მისი მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ, როგორც სენაკის გამგებლობის დროს ჰქონდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა წევრებად აირჩია: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, რომლებმაც თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილედ – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადრად – ი. ვ. მოზდოკელოვი, და ხაზინადრის კანდიდატად – ნ. თ. გუბნელოვი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ქუთაისის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე ისეთივე პირობები და მატერიალური უზრუნველყოფა ჰქონოდა, როგორიც სენაკის გამგებლობის დროს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, შეეძინათ თავიანთი ხარჯით „ჯადოფარანი“ (პროექტორი) და გადაეცათ იმ წრისთვის, რომელიც მართავდა სახალხო კითხვებს რუსულ და ქართულ ენაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სკრის სკოლისათვის რამდენიმე „დედა ენისა“ და რვეულების გაგზავნას სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა, თანამდებობა დატოვა, მის ადგილზე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე დაინიშნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში დაესწრო ალექსანდრ პუშკინის საიუბილეო საღამოს, რომელზეც წაიკითხეს პუშკინის „წინასწარმეტყველის“ მისეული თარგმანი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ცხვედაძისთვის მაღაზიიდან წამოღებული ქაღალდის თანხის – 40 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა, სულ 202. 25 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.