ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლოზე ოსიკო ბარათაშვილი არსენა ჯორჯიაშვილის ადვოკატი იყო.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს Боевая дружина-ს 19 წევრი ჰყავდა, აქედან 4 ქალი – მარო ბოჭორიძე, ანეტა სულაქველიძე, ფაცია გალდავა და საშა დარახველიძე.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ჩამოყალიბებულ Боевая дружина-ს მოგვიანებით შეუერთდნენ აფრასიონ მერკვილაძის რაზმის წევრები: თომა ჩუბინიძე, ისმაილ ჭუმბურიძე და ამბაკო სამანიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ბაჭუა კუპრაშვილი, ვანო კალანდაძე, ალექსანდრა დარახველიძე, ანეტა სულაქველიძე და სხვ. ქუთაისში საფოსტო ეტლს დაესხნენ თავს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მოპარული ფული ალექსანდრა დარახველიძემ და ანეტა სულაქველიძემ ტანზე შემოიკრეს და სიმონ ტერ-პეტროსიანსა და ბარონ ბიბინეიშვილს დანიშნულ ადგილზე გადასცეს.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ პარმენ ჭიჭინაძე გაერთიანებულ ყრილობაზე გაგზავნა თავის წარმომადგენლად. მან ქართველოვის ფსევდონიმით მიიღო მონაწილეობა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906-1913 წლებში კოტე აფხაზი თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად იყო არჩეული.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1913 წლებში კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით გაიყვანეს რკინიგზა კახეთში.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლისათვის კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი მსახურობდა დუშეთში, ნოვობაიაზეთის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაურად.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ზაქარია ყიფშიძეს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს დავით ქარცივაძე შეიპყრეს და გაუსამართლებლად დახვრეტა მოუნდომეს. მეფის მოადგილის წინაშე გავლენიან პირთა ჩარევამ გადაარჩინა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 დეკემბერს, დღის პირველ საათზე, ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარის დეპუტატთა არჩევის წესები განიხილეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 დეკემბერს რუსეთის იმპერიის მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველმა ნოლდემ პეტერბურგში მივლინებით ჩასულ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, რომ 24 დეკემბერს დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დასწრებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად მარიის სასახლეში გამოცხადებულიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს მარიის სასახლეში დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად უნდა მისულიყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3 საპატიო და 180 ნამდვილი წევრი დაემატა, 2 ნამდვილი წევრი კი გამოაკლდა. საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ხეთის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძე მდივნის თანამდებობაზე მიიწვიეს ახლად დაარსებულ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთში „სხივი“.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის დეკემბრის აჯანყების დროს დავით ქარცივაძე ითვლებოდა სამხედრო ხელმძღვანელად დასავლეთ საქართველოში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში წასასვლელად კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მოწმობა მიიღო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 ნოემბერს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა ილია ჭავჭავაძე თბილისში სტუმრად პირადად დაპატიჟა.