რეგისტრირებული ფაქტები46845
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილი, ემელიანე ანანიას ძე ლომთათიძე, ნიკოლოზ პაიჭაძე, ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ბარბარე ნიკოლოზის ასული კუპრაშვილისა და გიორგი დავითის ძე კუპრაშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: თამარ ზაქარიას ასული აზმაიფარაშვილი, თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი, ალექსი გლახუას ძე ნაცვალაძე, ვლადიმერ იოსების ძე ხელაძე და ერასტი ილარიონის ძე ტოროტაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ნოე სიმონის ძე თოთიბაძე, ილია რუსიშვილი, მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ან. ჩხეიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ვასილ ივანეს ძე ახვლედიანი, ალექსანდრე არტემის ძე ლორდელი, მექი ვასილის ძე რატიანი, პეტრე სიკოს ძე ქურდაშვილი და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, მელიტონ გიორგის ძე არეშიძე, ნაროუშვილი, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი და ივანე ნონეს ძე ედიშერაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ალ. ხაჭაპურიძე, კარპეზ ფარნაოზის ძე ბარათაშვილი, ივანე გიორგის ძე საათაშვილი, სოლოღაშვილი და გრიგოლ კაკოიშვილი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ კისისხევ-ნასამხრალის სასოფლო სკოლის ოსტატ დავით რცხილაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელ ვანო ვაჩნაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N161.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ნოსირის სკოლის მასწავლებელ ს. თოფურიძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ (დადგენილება N106).
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში მიიღო წიგნები გამგეობისგან და სოფელში დაურიგა მოსწავლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც კითხვა იცოდა. მას არ აღურიცხავს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების რაოდენობა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით ბოდიში მოუხადა, რომ ვერ აღრიცხეს სასწავლო წიგნები და ნივთები, რადგან მოულოდნელად მიიღეს და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შემდეგში დეტალურად ჩაიწერდნენ სპეციალურ რვეულში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე ნატროშვილს სკოლის მდგომარეობის შესახებ დადგენილება გაუგზავნა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 ივნისს დიდი თონეთის სკოლის პირველი განყოფილების გამოცდები ჩაიბარეს ამავე სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა და მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: გრიგოლ გრიგოლის ძე ახრახაძე, ვიქტორ თევდორეს ძე ჯაფარიძე, ელენე ალექსანდრეს ასული საგინაშვილი-აბულაძისა, გიორგი ივანეს ძე ამილახვარი, გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი და მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: ძაღუნ გიორგის ძე დოლიძე, ბესარიონ მელიტონის ძე დოლიძე, იასონ საყვარელის ძე დოლიძე, ბართლომე ალექსანდრეს ძე კილაძე, ნიკოლოზ პავლეს ძე კილაძე და გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.