რეგისტრირებული ფაქტები46845
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე (დავით ეპისკოპოსი), შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და გიორგი ნიკოლოზის ძე ვეზირიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნოე კონსტანტინეს ძე გოშაძე, გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი, მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძე, ნესტორ გაბრიელის ძე გვამიჩავა და იოსებ იულონის ძე დადიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ანა ნიკოლოზის ასული ბეგთაბეგიშვილი, იასონ ფარნაოზის ძე გოშაძე და ვერა ილიას ასული გალდავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი და ილია დიმიტრის ძე ბეგთაბეგიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ გიორგი ივანეს ძე ამილახვარი და ვიქტორ თადეოზის ძე ანჯაფარიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვერის წიგნსაცავის გამგე ნინო ენუქიძემ ბიბლიოთეკის დახურვის გამო სალიკვიდაციო თანხა სთხოვა. ენუქიძე 15 წელი მსახურობდა ბიბლიოთეკაში, გამგეობამ დაადგინა, მისთვის 20 000 მანეთი მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება დ. კარიჭაშვილის განმარტების საპასუხოდ. განხილვა გარკვეული დროით გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო ივნისში შვებულება ჯამაგირის წინასწარ გადახდა სთხოვა. თავმჯდომარის თხოვნა დააკმაყოფილეს. მისი მოვალეობის შესრულება კი შიო დედაბრიშვილს დაეკისრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი, წევრები: ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, თევდორე კიკვაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს გამგეობის მოქმედების 1920 წლის ანგარიში. დოკუმენტი შესამოწმებლად გადაეცა სარეცენზიო კომისიას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1921 წლის ხარჯთაღრიცხვა. პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი ხარჯთარიცხვა დამტკიცდა მცირე შესწორებით: სკოლებისთვის უნდა გადადებულიყო 500000 მანეთი და მოულოდნელი ხარჯებისთვისაც ამდენივე. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის მოვალეობის აღმსრულებელ შიო დედაბრიშვილის ჯამაგირის დანიშვნის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა კარიჭაშვილის ერთთვიანი შვებულების დროს დედაბრიშვილისთვის იმდენივე გადაეხადათ, რამდენსაც კარიჭაშვილი იღებდა, კერძოდ, 50 000 მანეთი (დადგენილების მიღებაში შ. დედაბრიშვილი არ მონაწილეობდა).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა მომსახურე პირთათვის დახმარების მიცემას სურსათის შესაძენად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მომსახურე პირთათვის სურსათის შესაძენად ერთი მილიონი მანეთი სესხის სახით. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის მოვალობის შემსრულებელი: შ. დედაბრიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივლიანე გოგოლაშვილის თხოვნა, ავანსად მიეცათ 6 თვის დახმარება – 120 000 მანეთი. პრეზიდიუმის ცნობით, მას თანხა უკვე მიღებული ჰქონდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე ავალიშვილის თხოვნა 15 ივნისიდან თვენახევრიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ავალიშვილისთვის ერთთვიანი შვებულება მიეცა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ მაქსიმეს ძე ბოკერია, მეგრი დიმიტრის ასული ბზიავა, ილარიონ ბუნტური, სვიმონ ბახია და კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: რომანოზ დიმიტრის ძე ბებიაშვილი, მარიამ დიმიტრის ასული ბახაია, მელანია ბეგაშვილი, დიმიტრი ივანეს ძე ბარნაბიშვილი და გრიგოლ ივ.-ს ძე ბარნაბიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალ. ბადალოვი, მიხეილ (მიხა) ბარბაქაძე, ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე, გალაქტიონ ონისიმეს ძე ბარბაქაძე და ვალერიან ბუხნიკაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.