ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46700

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ოლღა ჭავჭავაძისა, ეკატერინე ერისთავისა, ელენე ჟურავსკისა, ეკატერინა გაბაშვილისა და ეფროსინე ჭიჭინაძისა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ განყოფილების ქალთა კომიტეტის წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

ვასილ კიკნაძე იყო თელავის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მღვდელი ალექსანდრე გიორგაძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გიორგი შერვაშიძე თბილისში ალექსანდრეს თავშესაფრის თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მდივანი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებლების თხოვნა ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. მთავარმა გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად ბათუმის განყოფილებას გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე სეხნიაშვილის თხოვნა სკოლის ძველი შენობიდან სოფელში გადატანის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპილიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე გომელაურის თხოვნა, ავანსად მიეცათ 20000 მანეთი თავისივე წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს კნეინა ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს შალვა თაბუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეხუთე სემესტრის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 ივნისს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 ივნისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა პეტროგრადის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 მაისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტსა და საიმპერატორო არქეოლოგიურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა ან ერთდროული დახმარება სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილი საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სკოლისთვის სთხოვა: 20 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, 15 იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, 10 სოკოვინის სახატავი, 25 კალანდარიშვილისრუსული ენის სახელმძღვანელო, 18 სემენოვის „დარ სლოვა“, 2 მიხეილ ნასიძის ქრესტომათია, 20 დაფა, 120 სახატავი რვეული, 120 ქართულისა და ამდენივე რუსულის რვეული. საზოგადოებამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 ივნისს პეტროგრადის პოლიტექნიკუმთან არსებულმა ქართული სათვისტომოს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტუდენტ დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.