ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50062

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით პავლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა წინარეხის სკოლის მასწავლებლობას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თომა მთავრიშვილის თხოვნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში დატოვების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თხოვნა არ დაეკმაყოფილებინა და შეეტყობინებინა მისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო მასწავლებელთა მოწვევა და სენაკის სკოლის საქმეების მოწყობა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე გურია-სამეგრელოს ეპარქიის ოზურგეთის მაზრის განყოფილების სამოსწავლო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ოქტომბერში სამსონ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეწერათ სენაკის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, რომ უჩვენონ მას საშუალება იმ ფულის გასასტუმრებლად, რომელიც მათი ანგარიშის თანახმად ზედმეტად დაიხარჯა სკოლის შენობაზე.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის ქალთა საზოგადოების წევრი ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი, იგი დაკრძალეს 18 ივნისს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა ახალარჩეული წევრების – პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავის, სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძის, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელის, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვის, თავმჯდომარე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის და თავმჯდომარის მოადგილე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის – დამტკიცების შესახებ და განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ანა კოლიაშვილის თხოვნა საზოგადოების ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კოლიაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად ჩაერიცხა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი აფთიაქარი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ჩომახიძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველის თანაშემწედ აირჩიეს ადგილობრივი მასწავლებელი ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა თავისი აზრი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის თაობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სამსონ ყიფიანის თხოვნა მიეწერათ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, თუ როგორ გაესტუმრებინა მათი ანგარიშის თანახმად სკოლის შენობაზე ზედმეტად დახარჯული თანხა. დადგინდა, თხოვნა გაეგზავნათ ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამზრუნველოსთვის განსახილველად და გადასაწყვეტად, რადგან ის განაგებდა სკოლების ნივთიერ მხარეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ გამგეობის მხრიდან სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანა იყო დასჯა, ხოლო ახლა თავისი შუამდგომლობით გამგეობა უარყოფდა სასჯელს. მისი აზრით, შუამდგომლობა არ შეესაბამებოდა პირველ გადაწყვეტილებას და ამიტომ ის არ ეთანხმებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

ძველი სენაკის სკოლის ინპექტორად დანიშნული თომა მთავრიშვილი 1899 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ამ თანამდებობიდან განთავისუფლებას და ისევ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად დატოვებას, ვინაიდან ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ძველი სენაკის ჰავა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში სენაკის სკოლის ყოფილი აღმზრდელი გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეუქმებინათ განაჩენი მისი სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის შესახებ, რადგან მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ უსიამოვნებასა და კონფლიქტში, რომელიც შექმნილი იყო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანსა და მასწავლებლებს შორის.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ყოფილი აღმზრდელის, გიორგი ბოკერიას თხოვნა, არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სკრის სკოლისათვის რამდენიმე „დედა ენისა“ და რვეულების გაგზავნას სთხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძის თხოვნა სკრის სკოლისათვის რამდენიმე „დედა ენისა“ და რვეულის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, შეეძინათ თავიანთი ხარჯით „ჯადოფარანი“ (პროექტორი) და გადაეცათ იმ წრისთვის, რომელიც მართავდა სახალხო კითხვებს რუსულ და ქართულ ენაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის თხოვნა „ჯადოფარნის“ შეძენის შესახებ და დაადგინა, წიგნის შესაძენად 100 მანეთი გადაედო.