რეგისტრირებული ფაქტები46671
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე „დარვინის ცხოვრების“ ქართული თარგმანის გამოცემა გადაწყვიტეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ლევან (ლეო) იასონის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, მოაწყო სახალხო ლექცია თამარ მეფეზე და ქონებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 180 მანეთი შეაგროვა, საპანთეონო ფონდის გასაძლიერებლად –151, წევრთა რიცხვი კი 28-დან 80-მდე გაზარდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს დეკანოზი იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე საზოგადოების ნამდვილი წევრი დესპინე გიორგის ასული სიდავასი იყო, სარევიზიო კომისია არ ჰყავდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბასილაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ელენე ციცქიშვილი კავკავის სკოლის მასწავლებლობის კანდიდატად დანიშნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, 80 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 10 საქმე განიხილეს. დესპინე გიორგის ასული სიდავასი დაესწრო 5 სხდომას, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბასილაია – 5-ს, გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი – 6-ს, დეკანოზი იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე – 4-ს, ლევან (ლეო) იასონის ძე ნათაძე – 1-ს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 1688 მანეთი და 47 კაპიკი იყო, ხოლო გასავალი – 642 მანეთი და 74 კაპიკი. წლის განმავლობაში გაიმართა თორმეტი სხდომა და ექვსი საქმე განიხილეს. ხელს აწერს ხაზინადარი ლუკა გიორგის ძე ხარაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, შემოსავალი 1267. 83 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 42. 43. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1225. 40 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დრამატული საზოგადოების გამგეობის თხოვნა 2000 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. საზოგადოებამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნა გადაწყვიტა, მაგრამ შენობის სიძვირის გამო განზრახვა ვერ განახორციელა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძისა და გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძის მოხსენებიდან გაირკვა, რომ წიგნის საწყობში 430 სხვადასხვა დასახელების წიგნი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს აგრაფინა წერეთელი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ანა შარაშიძე თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ელენე მიქელაძე თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ელენე ლომთათიძე თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ბარბალე გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 6 დეკემბერს ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე, არჩილ იოსების ძე ნინიაშვილი, ერმალოზ თეიმურაზის ძე ცხადაია, გიორგი ლევანის ძე ბერიშვილი და ალექსანდრე გიორგის ძე ფირცხალაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 6 დეკემბერს გიორგი იორამის ძე ცხომელიძე და ნიკოლოზ ჩლაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს კონსტანტინე სეხნიაშვილი საგურამოს სკოლის მასწავლებლად მიიწვიეს.