ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51085

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სხივიშვილის (სერგი ჯინჭველაშვილის) წერილი საყულიის (ქუთაისის მაზრა) საზოგადოებაზე, რომელშიც ის ძველ მამასახლისებს ს. კეპულაძესა და ი. კაშიას საზოგადო ფულის გაფლანგვაში ამხელდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალისტთა პატივის აღმდგენი სასამართლოს წევრის, ნაგურსკის ინფორმაციით, პ. გელეიშვილი გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ რედაქტორ პართენ გოთუასგან ქრთამის სახით 150 მანეთს იღებდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „ვოხროჟდენიეს“ რედაქტორი იყო.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი ერმილე გძელიძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი შალვა ბურჯანაძე.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს ახალგაზრდა მარქსისიტთა ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ბოჭორიშვილი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს სოციალ-ფედერალისტი ბაგრატ გაბუნია.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უკანასკნელ ხანს გადაასახლეს დაშნაკი მხიტარ ტერაბრამიანი.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის მაისში სოციალ-დემოკრატი ქარუმა ტალიაშვილი დააპატიმრეს და დაუზოგავად აწამეს, რის გამოც ჭკუიდან შეირყა და მძიმედ დაავადმყოფდა. გაათავისუფლეს, როდესაც სულს ლევდა, მოკვდავი ციხის საავადმყოფიდან საკაცით გაიტანეს და მალე გარდაიცვალა.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 25 მაისს სოციალ-დემოკრატი ვერა ჯიშკარიანი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 25 მაისს სოციალ-დემოკრატი მარიამ დათუნაიშვილი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის სექტემბერში იოსებ ჟვანია სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასაახლეს.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით ცაავა და არალეგალური მუშაობისთვის 3 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გარსევან პატატუნაშვილი და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის ივლისის ბოლოს კოპენჰაგენში ინტერნაციონალურ სოციალისტურ კონფერენციაზე კარლო ჩხეიძემ ისაუბრა საქართველოს შესახებ. მისი ყველა წინადადება ერთხმად მიიღეს. აღინიშნა, რომ რეზოლუციებთან ერთად უმთავრესი იყო პრაქტიკული ნაბიჯები – სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შერეული კომისიის შექმნა, რომელიც წავიდოდა საქართველოში ქართველი ხალხის ნება-სურვილის გამოსარკვევად მმართველობის ფორმის შესახებ.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წელს სოციალ-დემოკრატი დიომიდე მარგალიტაძე ბანდიტიზმის ბრალდებით სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს დააპატიმრეს გლეხი, სოციალ-დემოკრატი დიომიდე მარგალიტაძე, რომელიც ძმასთან, თედორესთან, ერთად მონაწილეობდა აჯანყებაში, ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო გურიაში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს ფეხებით კიდებდნენ და თოფის ზუმპით სცემდნენ.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის სექტემბერში სტუდენტი ლორთქიფანიძე სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, სტუდენტი ლორთქიფანიძე ქუთაისის ჩეკაში აწამეს, გვერდის ნეკნები ჩაუმტვრიეს.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ციბალაშვილი და არალეგალური მუშაობისთვის 10 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პოლიკარპე გეგეშიძე და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ზუგდიდის მცხოვრები იასონ ცხადაია და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრს, ბაგრატ ჭეიშვილს ჩეკაში სცემეს და 5 დღე აშიმშილეს, 15 დღე ჰყავდათ თბილისის ჩეკაში. გამომძიებლები – პოლშინი და შაშკურინი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 23 ივნისს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გენო დიდებულიძე არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით გორში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.