რეგისტრირებული ფაქტები50433
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის ქალთა საზოგადოების წევრი ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი, იგი დაკრძალეს 18 ივნისს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა ახალარჩეული წევრების – პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავის, სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძის, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელის, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვის, თავმჯდომარე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის და თავმჯდომარის მოადგილე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის – დამტკიცების შესახებ და განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ანა კოლიაშვილის თხოვნა საზოგადოების ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კოლიაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად ჩაერიცხა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ანდრია ანტონის ძე შუბლაძე სოფელ დიდი ჯიხაიშის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი აფთიაქარი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ჩომახიძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველის თანაშემწედ აირჩიეს ადგილობრივი მასწავლებელი ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სამსონ ყიფიანის თხოვნა მიეწერათ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, თუ როგორ გაესტუმრებინა მათი ანგარიშის თანახმად სკოლის შენობაზე ზედმეტად დახარჯული თანხა. დადგინდა, თხოვნა გაეგზავნათ ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამზრუნველოსთვის განსახილველად და გადასაწყვეტად, რადგან ის განაგებდა სკოლების ნივთიერ მხარეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ გამგეობის მხრიდან სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანა იყო დასჯა, ხოლო ახლა თავისი შუამდგომლობით გამგეობა უარყოფდა სასჯელს. მისი აზრით, შუამდგომლობა არ შეესაბამებოდა პირველ გადაწყვეტილებას და ამიტომ ის არ ეთანხმებოდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე მღვდლად მსახურობდა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე მასწავლებლად მუშაობდა ოზურგეთის მაზრაში.
1899
ტიპი: ავტორობა
ძველი სენაკის სკოლის ინპექტორად დანიშნული თომა მთავრიშვილი 1899 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ამ თანამდებობიდან განთავისუფლებას და ისევ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად დატოვებას, ვინაიდან ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ძველი სენაკის ჰავა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში სენაკის სკოლის ყოფილი აღმზრდელი გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეუქმებინათ განაჩენი მისი სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის შესახებ, რადგან მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ უსიამოვნებასა და კონფლიქტში, რომელიც შექმნილი იყო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანსა და მასწავლებლებს შორის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ყოფილი აღმზრდელის, გიორგი ბოკერიას თხოვნა, არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძის თხოვნა სკრის სკოლისათვის რამდენიმე „დედა ენისა“ და რვეულის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის თხოვნა „ჯადოფარნის“ შეძენის შესახებ და დაადგინა, წიგნის შესაძენად 100 მანეთი გადაედო.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის მსურველ პირთა თხოვნები და დაადგინა, განაცხადები სკოლის გამგისთვის გაეგზავნა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადგილზე აერჩიათ მასწავლებლები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო თომა აბრამის ძე მთავრიშვილი დანიშნულიყო სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ და სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ სენაკის სკოლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ივლისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მომავალი 1899/1900 წლისთვის შემდეგი სასწავლო ნივთები: „ბუნების კარი“ – 25 ც., „დედა ენა“ – 70 ც., „ლოცვანი“ – 60 ც., „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ − 30 ც., „მოსავლის მცველნი“ − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ II ნაწილი − 30 ც., ქართულის რვეულები N1 − 300 ც., N2 – 100 ც., ცალხაზიანი რვეულები – 160 ც., საანგარიშო რვეული – 440 ც., კალმისტარი – 150 ც., მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთების საერთო ღირებულება იყო 133 მან. 80 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა 1899-1900 სასწავლო წლისთვის 133. 80 მანეთის სასწავლო წიგნებისა და ნივთების გაგზავნის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის წერილი თომა აბრამის ძე მთავრიშვილის სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ დანიშვნისა და სამსონ გიორგის ძე ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად გადაყვანის შესახებ.