რეგისტრირებული ფაქტები48071
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სახალხო სკოლას უნდა მოჰყოლოდა მრავალნაირი პროფესიული და სპეციალური სასწავლებელი, რომელთა ტიპიც ადგილობრივ მცხოვრებთა ბუნებრივი საქმიანობისა და პროფესიის შესაფერი იქნებოდა. ყრილობას ესწრებოდნენ ნოე რამიშვილი და გიორგი ლასხიშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ლავრენტი ბარნაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლაში ასწავლიდა. სკოლაში 29 მოსწავლე იყო, I კლასში – 18 მოსწავლე, II-ში – 10, III-ში – 1, მათგან მომდევნოში I კლასიდან 14 და II-დან 8 ბავშვი გადავიდა, ერთმა დაამთავრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი ბარნაბაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო ორწლიანი განათლება, შემდეგ კი მასწავლებლად მუშაობის უფლება მოიპოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლა, რომელშიც საღვთო სჯულისა და სხვა საგნების მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბიშვილი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სახალხო სკოლა უნდა ყოფილიყო საყოველთაო, სავალდებულო, საერო (განცალკევებული ეკლესიისგან), უფასო, ერთგვარი და საზოგადო განათლების რვაწლიანი კურსის შემცველი. ოქმს ხელი მოაწერა ნოე რამიშვილმა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლის (მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი) 30 მოსწავლიდან 18 პირველ კლასში სწავლობდა, 12 – II-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პირველმა ეროვნულმა ყრილობამ ნოე რამიშვილის მონაწილეობით საჭიროდ ცნო, დაუყოვნებლივ გამოექვეყნებინა საკანონმდებლო დეკრეტი ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ სკოლების სრული ნაციონალიზციის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საზოგადოებამ აკაურთის სკოლაზე (მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი) 482. 20 მანეთი დახარჯა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის მასწავლებლობამდე ლავრენტი ბარნაბაშვილი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლაში ასწავლიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ატენის სამგაყოფილებიან სკოლაში (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) 29 მოსწავლე სწავლობდა, აქედან I კლასში 16 მოსწავლე იყო, II-ში – 7, III-ში – 6.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 აგვისტოს ილია გიგილის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად კერძო სკოლების არსებობას დიდი უპირატესობა მიეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ განათლების სამინისტრომ რესპუბლიკის საზღვრებში კერძო სასწავლებლების დაარსების ნება დართოთ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში მათ სასწავლო გეგმა განათლების სამინისტროსთვის წინასწარ უნდა გაეცნოთ. ასევე აცნობეს, რომ კანონით საღვთო სჯული სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყველა სკოლა დაათვალიერა, მათ შორის ზოგი – ორჯერ, ზოგიც – სამჯერ. შედეგებს ატყობინებდა სასკოლო სექციას, რომელიც ამა თუ იმ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასკვნას რეაგირებისთვის საზოგადოების გამგეობას უგზავნიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს სასკოლო სექციამ (თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე) გალში (სამურზაყანო) სკოლის დაარსების ნებართვა მიიღო. მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას უნდა ეზრუნა, მაგრამ ომით გამოწვეული მიზეზების გამო მან დაპირების შესრულებაზე უარი განაცხადა და სკოლის გახსნის პროცესი დროებით შეაჩერა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლა გაიხსნა. ტრიფონ შუბლაძე ამ სკოლაში დანიშნული პირველი მასწავლებელი იყო, მაგრამ მას დიდხანს არ უსწავლებია, რადგან ჯარში გაიწვიეს, და სკოლაში სწავლა დროებით შეჩერდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის თებერვალში საზოგადოებამ ბაგრატ ბეთანელის მოადგილე ივანე კვარაცხელია აკაურთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა და ორთვე-ნახევარი იმუშავა. მის შემდეგ ამ თანამდებობაზე დოროთე უჩანეიშვილი დანიშნეს, მაგრამ 1917 წლის იანვარში სკოლაში მუშაობას მანაც თავი დაანება.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ნოემბერში საზოგადოებამ ბაგრატ ბეთანელი აკაურთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა. პირველი მასწავლებლის, ტრიფონ შუბლაძის, მსგავსად ერთ თვეში ისიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და სკოლაში სწავლა დროებით ისევ შეწყდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს სასკოლო სექციის განკარგულებაში (თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ) 13 767 მანეთი იყო, აქედან მასწავლებლების ხელფასსა და სკოლების საჭიროებებზე 16 469 მანეთი დაიხარჯა, 2 702. 46 მანეთით მეტი.